5.8K
რიყის პარკის მიწისქვეშა პარკინგი 1 წლის წინ გაიხსნა, მაგრამ უკვე გაბანძებულია 🙁 არ მუშაობს პარკინგის ღირებულების გადასახდელი აპარატი.
შლაგბაუმს თანამშრომლები მას შემდეგ აღებენ, რაც ავტომობილის ნომერს და შესვლის დროს ჩაიწერენ. პარკინგი თითქმის მთლიანად ჩაბნელებულია, გადამწვარია, ან უბრალოდ არ არის ჩართული ნათურების 90 პროცენტი. არადა შესასვლელთან არსებული ბანერი იუწყება, რომ აქ ვაი-ფაიც კი მუშაობს, არა თუ განათება. გამოსვლისას გადასახდელი თანხის მოცულობა იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ იცის არითმეტიკა პარკინგის დარაჯმა. ჩვენს შემთხვევაში 40 წუთში 2 ლარი მოითხოვა და დიდი ალბათობით მთლიანად ჩაიჯიბა.