ფულის გადახურდავება, ექსჩეინჯი პრაღაში

სად არის ყველაზე კარგი ექსჩეინჯი პრარაში, ანუ სად გადავცვალოთ დოლარი და ევრო ჩეხურ კრონაზე? – პასუხი ამ პოსტშია.

ამ კითხვას პრაღაში გამგზავრების წინ უამრავი ტურისტი სვამს. ხელსაყრელი კურსით ფულის გადაცვლის გარდა ზევით დასმულ კითხვაზე პასუხი თავიდან აგაცილებთ არასასიამოვნო პრობლემებსაც, რომლებიც ბევრ ჩემს ნაცბობს შეემთხვა. 

პრაღაში ფულის გადაცვლიდსას ერთხელ მეც ვიზარალე მაცდური სარეკლამო აბრების გამო.

ვალუტის გადამცვლელი უამრავი ჯიხური ოფიციალურ კურსზე საკმაოდ მაღალ კურსს აქვეყნებს, თუმცა სარეკლამო აბრის კუთხეში მცირე ასოებით წერია მომსახურების საკომისიო. რომელიც ხშირად საკმაოდ მაღალია და თუ ასეთ რეკლამას წამოეგებით მაგალითად 100 ევროდან შეიძლება 30 ევროც კი დაკარგოთ.

ყველას გირჩევთ მიაკითხეთ ვაცლავის მოედნის პარალელურ ქუჩაზე, ”პოლიტპატიმრების ქუჩაზე” არაბების ჯიხურებს აქ ოფიციალურზე ოდნავ მაღალი კურსიცაა და თან საკომისიოს არავინ წაგართმევთ. რაც თავი მახსოვს სულ მანდ ვახურდავებ და არასდროს გავწბილებულვარ.

მისამართი: 14 Politických vězňů, Prague, Prague, Česká republika

რუკაზე: https://goo.gl/maps/gor4naWTak12

დაბალბიუჯეტიანი სასტუმროები ამ რაიონში – https://skyscanner.pxf.io/3e1EaK

სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:

Related posts

პრაღა – კარლის ანუ კარლოსის ხიდი

პრაღის ტრანსპორტი: მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი

იაფი და გემრიელი კვება პრაღაში