მასარიკის ისტორიული ვაგზალი

ეს გაშავებული და ალაგ-ალაგ ჩამონგრეული კედლები რომელიმე პროვინციული ქალაქის მიტოვებული ვაგზალი არ გეგონოთ…

პრაღის ცენტრში მდებარე “მასარიკის” (ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის) სახელობის რკინიგზის სადგური 1845 წლიდან ფუნქციონირებს.

მიუხედავად სიძველისა ვაგზალს მნიშვნელობა არ დაუკარგავს. ახლა ის ძირითადად ემსახურება ადგილობრივ საქალაქთაშორისო მატარებლებს.

“რეგიონოვას” ყვითელი დიზელმატარებელი საუკეთესო საშუალებაა პრაღიდან პატარა ქალაქებში თუ სოფლებში გასამგზავრებლად.

“სიტიელეფანტი” ორსართულიანი “ელექტრიჩკაა”, რომელსაც ჩეხური კომპანია “შკოდა” აწარმოებს.

ამ ძველი და თითქოს მიტოვებული ვაგზალით სარგებლობას მგზავრებს უადვილებს თნამედროვე საინფორმაციო სისტემები. ელექტროტაბლოები და მონიტორები დამონტაჟებულია, როგორც მოსაცდელ დარბაზებში, ასევე ბაქნებზე.

ვაგზლის ცენტრალური დარბაზის სახურავი შუშისაა, რაც ელექტროენერგიის დაზოგვის ძველი, მაგრამ ეფექტიანი საშუალებაა დღესაც.

შემდეგი ფოტოს გადაღებისას ისეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, თითქოს ვაგზლის პერონალი ამ ფანჯდრის მიღმა ცხოვრობს.

სადგურის რეკონსტრუქციის ბედი უკავშირდება პროექტს, რომელიც ევროკომისიაში და პრაღის მერიაში აზრთასხვადასხვაობას იწვევს. ევროკავშირის დაფინანსებით პრაღის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი სარკინიგზო ხაზი უნდა აშენდეს. ქალაქის მუნიციპალიტეტს სურს აეროპორტის მატარებლები მასარიკის სადგურში შევიდნენ. ევროკომისიამ კი ეს იდეა დაიწუნა, რადგან აეროპორტიდან ქალაქის ცცენტრში მისულ ტურისტებს სხვა საერთაშორისო მატარებლებზე პირდაპირ გადაჯდომის საშუალება არ ექნებათო.

პრაღის მერიის გეგმით, აეროპორტიდან მასარიკის სადგურში სწრაფი “ელექტრიჩკით” მისული მგზავრი საერთაშორისო მატარებლებზე გადაჯდომას 600 მეტრიანი ესკალატორის გავლის შემდეგ შეძლებს. სწორედ ამ მანძილით არის დაშორებული ერთმანეთისგან მასარიკის სადგური და პრაღის ცენტრალურ ვაგზალი.

რუკა:

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში 49 ევროდ