7.3K
წლების მანძილზე შარდენი თბილისური ”ბოჰემის” შეკრების ადგილი იყო და მოთხოვნის ზრდასთან ერთად ინფრასტრუქტურა და სერვისიც ვითარდებოდა.
ბოლოს კი ეს პროცესი ჩვეულებრივ თბილისურ განვითარება-გაფართოვებას დაემსგავსა, შარდენზე კაფე-რესტორნებს პლასტიკატის ლოჯიები მიაშენეს.
ჩვეულებრივ, სხვა ქვეყნებში, უფრო ცივ ქვეყნებში ვიდრე საქართველოა, გარე კაფე-რესტორნების გასათბობად ძალიან საინტერესო კონსტრუქციის ნავთქურას იყენებენ. სოკოს თუ ქოლგის მსგავსი ”კერასინკები” ისე ათბობენ, რომ გარეთ ჯდომა და ჭორაობა ყინვაშიც არ მოგბეზრდება.
პრაღაში გადაღებულ ამ ფოტოზე ქოლგის და პირამიდის მსგავსი ნავთქურები ძალისხმევის გარეშე უმკლავდებიან ბოჰემიის სუსხიან კლიმატს.