მშვიდობის ხიდის პროქტი თავიდანვე პოლიტიზებული აღმოჩნდა. ხელისუფლების ოპოზიციამ ხიდის თანამედროვე დიზაინის არატრადიციული ელემენტები პოლიტიკურ ბრძოლაში არგუმენტებად გამოიყენა.
ახლაც გრძელდება ეს პროცესი, თუმცა ამჯერად ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა მშვიდობის ხიდს ებრძვის, რადგან დამარცხებული პოლიტიკური ძალა საბოლოოდ “გააშავოს”.
მიუხედავად თანამედროვე დიზაინისა, მშვიდობის ხიდი იმეორებს მტკვარზე საუკუნის წინ არსებული “მუხრანის ხიდის” ვიზუალურ კონტურებს და ძალიან წააგავს მასს.
მშვიდობის ხიდი (შუშის ხიდი) მიუხედავად თანამედროვე დიზაინისა, ორიგინალურად ერწყმის ძველი თბილისის ხედებს და უცხოელი ტურისტისა თუ ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღების ცენტრშია.
მშვიდობის ხიდს, არქიტექტურული დატვირთვის გარდა, ფუნქციონალური დატვირთვაც გააჩნია. ის ხალხს საშუალებას აძლევს მტკვრის მარცხენა სანაპიროდან, რიყის პარკიდან, არა მარტო მარჯვენა სანაპიროზე მოხვდნენ, არამედ მარჯვენა სანაპიროს დატვირთული საავტომობილო მაგისტრალიც უპრობლემოდ გადაკვეთონ.
ხიდის ოპოზიცია მის დიზაინს ჰიგიენურ საფენს “ოლვეისს” ადარებს, მაგრამ არაპროფესიონალისთვისაც კი ნათელია, რომ ხიდის დიზაინი უფრო ნაპოლეონის ქუდს წააგავს.
ხიდის კონსტრუქცია
ხიდი სასურველი სასეირნო ადგილია.
მშვიდობის ხიდის სხვა რაკურსი
მშვიდობის ხიდის არქიტექტორია იტალიელი მიკელე დე ლუკი.
ხიდის მშენებლობა დაიწყო 2009 წელს და ექსპლოატაციაში შევიდა 2010 წლის 6 მაისს.
ახალი ფოტოები – 2013 წლის 3 თებერვალი.
1 კომენტარი
[…] თეატრი, საგამოფენო კომპლექსი, მშვიდობის ხიდი, საბაგირო გზა და იუსტიციის სახლი, […]
Comments are closed.