აბსენტი

პრაღის ტურისტული ცენტრი სავსეა მაღაზიებით, რომელთა ვიტრინა გადავსებულია ათასგვარი ფორმის ჭურჭელში მოთავსებული მწვანე სასმელით. აბსენტი პრაღაში აკრძალული არ არის და ესეც ერათერთი ტურისტული სატყუარაა.

სწორედ ამიტომ პრაღის ძველი ქუჩები დალევისა და ჰალუცინოგენური თრობის მოყვარული ამერიკელებისა თუ ევროპელების სასურველი ადგილია.

ბოჰემიის მხარეში (ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორია) ბოჰემური სასმელის გამოხდის დიდი ტრადიცია გააჩნიათ. აქაური 70%-იანი აბსენტი მზადდება ისეთი მცენარეების კომბინაციით, როგორიცაა აბზინდა, ანისული, კამის თესლი, ცერეცოს თესლი, პიტნა, ქინძი და სხვა. აბსენტის ეფექტი ძირითადად დამოკიდებულია მასში აბზინდის რაფინირებული (გამოხდილი) ზეთის ტუიონის შემცველობაზე.

აბსენტის მომზადების რეცეპტის აღმოჩენას სხვადასხვა ევროპული ქვეყნები იბრალებენ, თუმცა ზუსტად არავინ იცის სად გაჩნდა პირველი აბსენტი. ბოჰემიაში ირწმუნებიან, რომ ბოჰემის შთაგონების წყარო სწორედ მათთან გაჩნდა.

ეს სასმელი არის სხვადასხვა ფერის, ყვითელი, წითელი და ყავისფერი, მაგრამ ძირითადად გავრცელებულია მწვანე შეფერილობის აბსენტი.

ტრადიციულად, აბსენტის მომზადება ხდება სპეციალურ ჭიქაში, მასში ასხამენ დაახლოებით 50 მილიგრამ აბსენტს და ჭიქის თავზე ათავსებენ ნახვრეტებიან კოვზს. ხოლო ამ კოვზზე თავსდება შაქრის ნატეხი და მასზე წვეთწვეთობით ასხამენ ყინულოვან წყალს. 1 პორცია აბსენტს უნდა დაემატოს 3 ან 5 პორცია წყალი, წყალი უნდა დაესხას დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში (წვეთ-წვეთად), იმისათვის რომ მოხდეს შაქრის ნატეხის კარგად გახსნა სასმელში და მიღებული ეფექტის მაქსიმიზაცია. ამ დროს მიმდინარეობს ქიმიური რეაქცია, რომლის შედეგად თავს იჩენენ ზეთები რომლებიც შედის აბზინდას, ანისის, ანისულის, კამის, და ცერეცოს შემადგენლობაში. აბსენტის კოქტეილი წყლის რაოდენობის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო აიმღვრევა და მომწვანო რძისფერი გახდება.

არსებობს აბსენტის მომზადების კიდევ სხვა, ჩეხური წესი:

ჭიქის 1/3 შევსებულია აბსენტით, ხოლო კოვზზე შაქრის ნატეხზე ასხამენ აბსენტს პატარა პორციებით და ნატეხსს ცეცხლს უკიდებენ. ანთებული შაქარი იქცევა კარამელად და იღვენთება ჭიქაში. შემდეგ კი ამატებენ ცივ წყალს. ეს ყველაზე გავრცელებული ხერხია.

ისინი ვინც პირველად სვამენ აბსენტს შეიძლება ვერც კი გააცნობიერონ ჰალუცინოგენის ეფექტი. აბსენტის ”კაიფი” ხშირი მოხმარების შემდეგ უფრო ძლიერდება. ეს სასმელი საქართველოშიც ნებადართულია 🙂

Related posts

პრაღა – კარლის ანუ კარლოსის ხიდი

პრაღის ტრანსპორტი: მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი

იაფი და გემრიელი კვება პრაღაში