რამდენიმე დღეში ქუთაისის აეროპორტამდე მატარებელი ჩაგიყვანთ. რკინიგზის სადგურ “კოპიტნარიდან” აეროპორტამდე მისვლას ავტოტრანსპორტით 10-15 წუთი დასჭირდება.
მგზავრს არ მოუწევს დამატებითი საფასურის გადახდა.
კოპიტნარის აეროპორტთან მატარებლები 30 აპრილიდან გაჩერდება, ბილეთების გაყიდვა კი 29 აპრილიდან დაიწყება.
“ქუთაისის აეროპორტის” მგზავრებს შეუძლიათ გამოიყენონ რეისები:
- თბილისი-ოზურგეთი (გასვლა 08:50 სთ, ოზურგეთში ჩასვლა 17:55 სთ; გამოსვლა ოზურგეთიდან 08:55 სთ, თბილისში ჩასვლა 17:46 სთ);
- თბილისი-ბათუმი (გასვლა 08:20 სთ, ბათუმში ჩასვლა 14:20 სთ; გამოსვლა ბათუმიდან 09:00 სთ, თბილისში ჩასვლა 14:47 სთ);
- თბილისი-ბათუმი (გასვლა 17:20 სთ, ბათუმში ჩასვლა 23:15 სთ; გამოსვლა ბათუმიდან 17:45 სთ, თბილისში ჩასვლა 23:29 სთ);
- თბილისი-ზუგდიდი (გასვლა 08:30 სთ, ზუგდიდში ჩასვლა 14:50 სთ; გამოსვლა ზუგდიდიდან 16:30 სთ, თბილისში ჩასვლა 22:50 სთ);
- თბილისი-ფოთი (გასვლა 18:10 სთ, ფოთში ჩასვლა 23:57 სთ; გამოსვლა ფოთიდან 09:40 სთ, თბილისში ჩასვლა 15:22 სთ).
ახალ სადგურში არ გაჩერდება თბილისი-ქუთაისის მატარებელი, რადგან ბოლო გაჩერება სადგურ “რიონშია”, რომლის შემდეგაც არის გაჩერება “ქუთაისის აეროპორტი”.
როგორც რადიო თავისუფლებას რკინიგზაში უთხრეს, ქუთაისის აეროპორტამდე მგზავრობის ფასი უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე იმ რეისის სრულ მარშრუტზე, რომელსაც მგზავრი აირჩევს.
აეროპორტში მოსახვედრად აუცილებელი იქნება ბილეთის შეძენის დროს სადგურ “ქუთაისის აეროპორტის” მონიშვნა.
წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/31815881.html
სასარგებლო ბმულები:
რეკომენდაციები:
მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებო სისტემას: Booking.com
მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
10 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio