აქ თავმოყრილია პოსტები, რომლებიც ასახავს ევროპის აეროპორტებიდან ახლომდებარე ქალაქებში იაფად მგზავრობის დეტალებს. იმას თუ როგორ უნდა იყიდოთ ბილეთი და ა.შ.
ევროპის ბევრ აეროპორტში ტაქსის მომსახურება იმაზე გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე თავად ავიაბილეთები ჯდება. არადა Wizz Air-ით, მაგალითად პარიზში 30-50 ევრდ ჩაფრენის შემდეგ ტაქსი, რომ 80-120 ევროს გადახდას მოგთხოვთ, სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მითუმეტეს ბიუჯეტური მოგზაურობისას. დეტალურად გაეცანით ყველა ნიუანსს იმის შესახებ თუ როგორ უნდა იმგზავროთ:
- ბოვეს აეროპორტიდან პარიზის ცენტრში
- პრაღის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში
- გდანსკის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე
- როგორ შევიძინოთ ვენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მიმავალი S7 მატარებლის ბილეთი
- ათენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში
- ბუდაპეშტის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში
- სალონიკის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში
- ვროცლავის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში
- აეროპორტი კატოვიცე – კატოვიცე და კრაკოვი
- ტრანსფერი თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი?
ქუთაისიდან პარიზში ბოვეს გავლით
პარიზში მოგზაურობის მსურველებს საშუალება ეძლევათ დაბალბიუჯეტური ავიარეისით ქუთაისიდან პარიზში, ბოვეს აეროპორტის გავლით მოხვდნენ. ამაში მათ Wizz Air-ის იაფფასიანი ავიაბილეთები დაეხმარება. ამ პოსტში განვიხილავთ თუ რა გზა უნდა განვლოთ ოცნების ქალაქამდე. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე ისინი იყენებენ მცირე ზომის აეროპორტებს, რომელთა ნაწილი დანიშნულების ადგილიდან მოშორებით მდებარეობს. ამ შემთხვევაშიც ასეა, ქუთაისიდან პარიზში ჩაფრენის მსურველი თავდაპირველად Beauvais (ბოვეს) აეროპორტში მოხვდება… სტატია სრულად: ქუთაისიდან პარიზში ბოვეს გავლით
პრაღის ტრანსპორტი: მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი
პრაღის ტრანსპორტი ბევრს აინტერესებს, ანუ ის, თუ როგორ უნდა ვიმგზავროთ აეროპორტიდან და როგორ გამოვიყენოთ ავტობუსი, მეტრო და ტრამვაი. დაინტერესებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდა მას შემდეგ რაც 2018 წლის მაისის მეორე ნახევრიდან Wizz Air-მა ქუთაისი-პრაღის ავიარეისების შესრულება დაიწყო.
მოკლედ, პრაღის აეროპორტიდან გასვლისთანავე, ტაქსების სადგომის გადაღმა, თქვენს წინ შეამჩნევთ ავტობუსების გაჩერებას. ტაქსებს ზედაც არ შეხედოთ, გაგატყავებენ. აქ მოდის და აქედან გადის ნომერი: 119 და 100 მარშრუტის ავტობუსები… სტატია სრულად: პრაღის ტრანსპორტი
გდანსკის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე
გდანსკი საუკეთესო მიმართულებაა საინტერესო და ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, რომელიც აეროპორტიდან იწყება, ანუ როგორ მივიდეთ აეროპორტიდან გდანსკის ცენტრამდე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air-ის თვითმფრინავი ისეთ დროს (00:55 სთ.) ჩადის გდანსკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დიდი ნაწილი უკვე აღარ მუშაობს. სხვადასხვა ჯგუფებში წავაწყდი კომენტარებს, რომ თითქოს ამ დროს ტრანსპორტი არ დადის და რომ მხოლოდ ტაქსით თუ მიხვალთ ქალაქის ცენტრამდე. არადა გდანსკის მუნიციპალური ტრანსპორტის საიტი სხვას ირწმუნებოდა. სტატია სრულად: გდანსკი – აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე
ვენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში S7 მატარებლით
ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ შევიძინოთ ვენის აეროპორტიდან (VIE) ქალაქის ცენტრში მიმავალი S7 მატარებლის (საქალაქო ელექტრიჩკა) ბილეთი.
S7 ვენის ცენტრში მისასვლელად ყველაზე კომფორტული და იაფი საშუალებაა.
როგორ ვიმგზავროთ ათენში? ავტობუსი, მეტრო, ტაქსი
ათენში მოგზაურობისას ხარჯების შემცირებისთვის საჭიროა საქალაქო ტრანსპორტის სახეობების ოპტიმალურად შერჩევა. მაგალითად აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად უფრო იაფია ავტობუსით მგზავრობა ვიდრე მატარებლით (ელექტრიჩკა). ავტობუსის ბილეთში 6 ევროგადავიხადე, მაშინ როდესაც მატარებელით მგზავრობა დაახლოებით 2 ევროთი ძვირი ჯდებოდა (ელექტრიჩკიდან პირდაპირ მეტროში გადაჯდომა შეიძლება). თუმცა თუ მეტრო არ გჭირდებათ მცირედი სხვაობაც კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ბიუჯეტური მოგზაურობისას, როდესაც ათენამდე ჩასვლა სულ 25 ევრო ჯდება. თანაც ავტობუსი უფრო ხშირად მოძრაობს და მატარებელს ლოდინი სჭირდება… სტატია სრულად: როგორ ვიმგზავროთ ათენში?
როგორ ვიმგზავროთ ბუდაპეშტში
საზოგადოებრივ ტრანსპორტთან პირველი შეხება აეროპორტიდან იწყება. 200E არის ავტობუსი რომელიც მეტროს ყველაზე ახლო სადგურთან მიგიყვანთ. ლურჯი ავტობუსი პირდაპირ აეროპორტის ტერმინალის გამოსასვლელთან ჩერდება.
ამ მარშრუტს ახლახანს დაემატა 100E, რომელიც აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის მოძრაობს. მისი ბოლო ავტობუსიგაჩერება მეტროსადგურ Deák Ferenc ter-თან არის.
სანამ ავტობუსში ჩაჯდებით უნდა შეიძინოთ ბილეთი… სტატია სრულად: როგორ ვიმგზავროთ ბუდაპეშტში
სალონიკის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში
აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე 78 ნომერი ავტობუსით ვიმგზავრეთ, რომლის ბილეთი 2 ევრო ღირს, ბილეთები გაჩერებასთან მდგარ ავტომატში იყიდება, ან თავად ავტობუსში. აეროპორტი-სალონიკის ავტობუსი სადღეღამისოა და თითქმის ყოველ 30 წუთში გადის. შუა ღამით 23:30 საათიდან 05:30 საათამდე აეროპორტსა და სალონიკს შორის ღამის ავტობუსი მოძრაობს ნომრით 78N… სტატია სრულად: გასეირნება სალონიკში
ვროცლავის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში
ვროცლავის აეროპორტიდან ქალქის ცენტრამდე მგზავრობისთვის სხვადასხვა დროს ორი სახეობის ტრანსპორტი გამოვიყენე. პირველად “უბერის” ტაქსით ვიმგზავრე, პოლონეთში “უბერი” საკმაოდ იაფია, აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე დაახლოებით 18 ლარი გადავიხადე.
მეორე ვიზიტისას ავტობუსით ვიმგზავრე. 106 ნომერი ავტობუსი აეროპორტის წინ დგას და ბილეთები იქვე ავტომატებში იყიდება. თუმცა შეგიძლიათ მგზავრობის საფასური საბანკო ბარათით პირდაპირ ავტობუსში გადაიხადოთ. უბრალოდ პირდაპირ დაადებთ სარეგისტრაციო აპარატს და სულ ესაა. მგზავრობის საფასური 3,40 ზლოტია, ანუ დაახლოებით 3 ლარს შეადგენს. ამ მარშრუტით ავტოსადგურში მოხვდებით, რომელიც სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზეა განლაგებული, აქვე არის რკინიგზის სადგური და საქალაქო ტრანსპორტის გაჩერებები. ყველაფერი ვროცლავის შესაზებ: ვროცლავი – გასეირნება გნომების ზღაპრულ ქალაქში
აეროპორტი კატოვიცე – კატოვიცე და კრაკოვი
კატოვიცეს აეროპორტი დიდი ხნის მანძილზე იყო საქართველოდან ბიუჯეტური ფრენების ძირითადი მიმართულება. ახლაც არ დაუკარგავს მას აქტუალობა, ერთ-ერთი დატვირთული მიმართულებაა. სწორედ კატოვიცეს აეროპორტიდან დაიწყო თავისი პირველი რეისების შესრულება ბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა.
კატოვიცეს აეროპორტი ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით, სოფელ პირჟოვიცეში მდებარეობს. აქედან კრაკოვამდე დადის მიკროავტობუსების კომპანია Matuszek Transport Sp. z o.o. – რომლითაც მე წლების მანძილზე ვსარგებლობ და სიიაფესთან ერთად სანდოობით გამოირჩევა, ელოდება მგზავრებს, ცდილობს მათთან ტელეფონით დაკავშირებას და არასდროს მიგატოვებთ.
Matuszek Transport Sp. z o.o.-ის ბილეთები ფასი ინტერნეტით შეძენისას 1-2 ევროთი ნაკლებია ვიდრე ადგილზე. ამიტომ გირჩევთ ბილეთები მათ საიტზე შეიძინეთ: www.matuszek.com.pl
- აეროპორტი კატოვიცე – კრაკოვი: 11 ევრო
- აეროპორტი კატოვიცე – კატოვიცე: 5 ევრო
კატოვიცეს აეროპორტიდან როგორც კრაკოვის, ასევე კატოვიცეს მიმართულებით მოძრაობს საქალაქო (საზოგადოებრივი) ავტობუსები. მათი ფასი 6-8 ევროს ფარგლებშია, მაგრამ არ გირჩევთ, საკმაოდ არაკომფორტული მგზავრობა გამომივიდა, საცდელად ჩავჯექი და მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსი ახალი იყო ძრავის ხმაურმა და გაქვავებულმა სავარძელმა დამღალა.
არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც 1-2 წლის წინ გამოჩნდა – Flixbus-ის ავტობუსი, რომელიც კატოვიცესაც გაივლის და კრაკოვშიც ჩაგიყვანთ, თანაც ბილეთს თუ 1-2 თვით ადრე შეიძენთ და ან ფასდაკლების კუპონს გამოიყენებთ, მგზავრობას 1-2 ევროდაც შეძლებთ, სტანდარტულად კი 7-8 ევრო ღირს.
ასევე გამოგადგებათ პოსტი აეროპორტებიდან ტრანსფერების შესახებ:
ტრანსფერი თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი?
ფეისბუკზე ხალხი ხან ბოვედან პარიზში ტრანსფერს დაეძებს, ზოგიც ათენის აეროპორტიდან ცენტრში ტაქსით მისვლას ცდილობს და ასე შემდეგ. მოთხოვნა ყოველთვის მიწოდებას განაპირობებს და პარიზში უკვე გამოჩნდა ქართველი მძღოლი, რომელიც ბოვეს აეროპორტის მგზავრებს ემსახურება. ერთი მძღოლი ყველას ვერ გაწვდება, ამიტომ ბევრი არც თუ უმნიშვნელო თანხას ხარჯავს აეროპორტის ტაქსებში.
რამდენად საჭიროა ტრანსფერი აეროპორტიდან, როდის და რა შემთხვევაში სჯობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და რომელი უფრო ეკონომიურია? განვიხილოთ სხვადასხვა ვარიანტები… სტატია სრულად: ტრანსფერი თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი?
რეკომენდაციები
სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ Booking.com
თუ სასტუმრო გეძვირათ ამავე საიტზე შეგიძლიათ შეარჩიოთ 10-15 ევროიანი ჰოსტელის დამოუკიდებელი ნომერიც, არჩევანი დიდია.
სხვა რეკომენდაციები:
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 44 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებო სისტემას: Booking.com
- 10 ევროს ფასდაკლება მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების ბილეთებზე: Omio
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com