“ავთენტური” ბათუმი

ბოლო წლების მანძილზე ბევრი დავიდარაბა მსმენია: ბათუმი დაანგრიესო, ბათუმმა ავთენტობა და ძველი იერი დაკარგაო…

კარგად მახსოვს ძველი 10 წლის წინანდელი ბათუმი, მაგრამ ვისაც არ ახსოვს, დღემდე შემორჩენილი არტეფაქტები შეახსენებს.

ამ ფოტოზე კორპუსი ყოფილი პროკურატურის უკან. კიდევ ერთი ხელუხლებელი კორპუსი ახალი მაკდონალდსის მიდამოებში.

კორპუსების გარდა არც ხელუხლებელი კერძო სახლები ბრწყინავენ. აი ასეთი ხედი იშლება ბათუმის საბაგირო გზიდან.

ამ უბნებში, ბათუმის მაშტაბური რეკონსტრუქციის ფარგლებში, ჯერ მხოლოდ გზების ნაწილის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ძალიან მიყვარს ძველი, ორიგინალური არქიტექტურა, მაგრამ ამ შენობებში ვერაფერი განსაკუთრებული ვერ აღმოვაჩინე, რომ მათ ავთენტობაზე და განუმეორებლობაზე დავიდარაბის ატეხვა ღირდეს.

პრობლემა: ქალაქს არასათანადოდ უვლიან

ამის შესახებ ერთი წლის წინაც ვწერდი. უამრავი დეტალია რაც ახალ გარემონტებულ ქალაქს იერს და კომფორტს უკარგავს. მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.

ამ თანამედროვე კონსტრუქციის შუშები თითქმის ყველგან ან გაბზარულია, ან კიდევ დამსხვრეული.

ვანდალებს არც ის აშინებთ, რომ მოსაცდელში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები.

სარეველა ბალახები ბათუმის მაკდონალდსთან, რომელიც მსოფლიოში არქიტექტურისა და დიზაინის გამორჩეულ ნიმუშსს წარმოადგენს. სარეველა ბალახებია არა მარტო აუთვისებელ ტერიტორიაზე, არამედ პლაჟის ფრენბურთის მოედანზეც კი.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფრის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებაა…

Related posts

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

მწვანე კონცხი

ექსკლუზიური პლიაჟი