იმისთვის, რომ მოძებნოთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები, ველში ჩაწერეთ გამგზავრების და ჩაფრენის ქალაქები, გამგზავრების და დაბრუნების თარიღები, ასევე მგზავრთა რაოდენობა და დააჭირეთ “ძებნას“.
როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
- შეიძინეთ ავიაბილეთები წინასწარ – საუკეთესო ფასების მისაღებად უმჯობესია ბილეთების შეძენა გამგზავრებამდე 1.5-2 თვით ადრე.
- აირჩიეთ შუა კვირის დღეები – სამშაბათი და ოთხშაბათი ყველაზე ხელსაყრელი დღეებია, რადგან ამ პერიოდში მგზავრთა ნაკადი ნაკლებია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
- იმგზავრეთ არასეზონურ პერიოდში – თუ შესაძლებელია, მოერიდეთ პიკსეზონებს (ზაფხული, დღესასწაულები) და აირჩიეთ მოგზაურობისთვის შედარებით მშვიდი პერიოდები, როცა ფასები დაბალია.
- გაითვალისწინეთ კვირის დღეები და დღის მონაკვეთი – როგორც წესი, დილის ან ღამის რეისები უფრო ხელმისაწვდომია, რადგან ამ დროისთვის მოთხოვნა ნაკლებია.
- შეიძინეთ ორმხრივი ბილეთები ერთდროულად – ავიაკომპანიები და სააგენტოები ხშირად უკეთეს ფასებს გვთავაზობენ, როცა ბილეთებს ერთიან პაკეტად ვყიდულობთ.
- მოიძიეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები – დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავები (low-cost ავიახაზები: Wizzair Pegasus, Eurowings, Ryanair) ხშირად გვთავაზობენ დაბალ ფასებს, განსაკუთრებით მოკლე დისტანციებზე.
- იმგზავრეთ მხოლოდ ხელბარგით – თუ ჩასაბარებელი ბარგი არ გჭირდებათ, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად დაზოგოთ თანხა, რადგან ბევრი ავიაკომპანია დამატებით საფასურს ითხოვს ჩასაბარებელი ბარგისთვის.
- განიხილეთ ტრანზიტული რეისები – პირდაპირ ფრენებთან შედარებით, ტრანზიტული რეისები ხშირად უფრო იაფია, განსაკუთრებით საერთაშორისო მიმართულებებზე.
ამ რჩევების გათვალისწინებით, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მგზავრობის ხარჯები და მოიძიოთ ყველაზე ხელსაყრელი ავიაბილეთები.
- რა ნივთების ატანა შეიძლება თვითმფრინავში
- როგორ მივიღო კომპენსაცია ავიაკომპანიებისგან 2025 წელს
- სასარგებლო ბმულები – როგორ ვიმოგზაუროთ იაფად
- როგორ შევიძინოთ Wizz Air-ის ბილეთები
- როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე
- 10 ევროს ფასდაკლება Ryanair-ის ბილეთებზე
- როგორ შევიძინოთ Ryanair-ის ბილეთები
- სასტუმროს დაჯავშნა – პრაქტიკული რჩევები
- ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში 58 ევროდ

სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- 10 ევროს ფასდაკლება მატარებლებისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- იაფი სასტუმროების დაჯავშნის ხერხები და რეკომენდაციები
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი