ავიაბილეთები ყველაზე იაფად


იმისთვის, რომ მოძებნოთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები, ველში ჩაწერეთ გამგზავრების და ჩაფრენის ქალაქები, გამგზავრების და დაბრუნების თარიღები, ასევე მგზავრთა რაოდენობა და დააჭირეთ “ძებნას“.


როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები წინასწარ – საუკეთესო ფასების მისაღებად უმჯობესია ბილეთების შეძენა გამგზავრებამდე 1.5-2 თვით ადრე.
  2. აირჩიეთ შუა კვირის დღეები – სამშაბათი და ოთხშაბათი ყველაზე ხელსაყრელი დღეებია, რადგან ამ პერიოდში მგზავრთა ნაკადი ნაკლებია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. იმგზავრეთ არასეზონურ პერიოდში – თუ შესაძლებელია, მოერიდეთ პიკსეზონებს (ზაფხული, დღესასწაულები) და აირჩიეთ მოგზაურობისთვის შედარებით მშვიდი პერიოდები, როცა ფასები დაბალია.
  4. გაითვალისწინეთ კვირის დღეები და დღის მონაკვეთი – როგორც წესი, დილის ან ღამის რეისები უფრო ხელმისაწვდომია, რადგან ამ დროისთვის მოთხოვნა ნაკლებია.
  5. შეიძინეთ ორმხრივი ბილეთები ერთდროულად – ავიაკომპანიები და სააგენტოები ხშირად უკეთეს ფასებს გვთავაზობენ, როცა ბილეთებს ერთიან პაკეტად ვყიდულობთ.
  6. მოიძიეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები – დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავები (low-cost ავიახაზები: Wizzair Pegasus, Eurowings, Ryanair) ხშირად გვთავაზობენ დაბალ ფასებს, განსაკუთრებით მოკლე დისტანციებზე.
  7. იმგზავრეთ მხოლოდ ხელბარგით – თუ ჩასაბარებელი ბარგი არ გჭირდებათ, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად დაზოგოთ თანხა, რადგან ბევრი ავიაკომპანია დამატებით საფასურს ითხოვს ჩასაბარებელი ბარგისთვის.
  8. განიხილეთ ტრანზიტული რეისები – პირდაპირ ფრენებთან შედარებით, ტრანზიტული რეისები ხშირად უფრო იაფია, განსაკუთრებით საერთაშორისო მიმართულებებზე.

ამ რჩევების გათვალისწინებით, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მგზავრობის ხარჯები და მოიძიოთ ყველაზე ხელსაყრელი ავიაბილეთები.




სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები: