USAID-ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” ორგანიზებით 20-მდე ჟურნალისტთან ერთად, უამინდობის მიუხედავად, კახეთისკენ მიმავალ ღვინის გზას დავადექი.
გზად ამ მხარეში “პოპულარულ” ავტომობილს რამდენჯერმე გადავაწყდი. საბჭოური “ჟიგული ვაზ 2106” ჩვენებურად “ნოლშესტი” სახედარივით გამძლეა და ამდენად სასურველი ავტო კახეთის სოფლებში.
გზის პირას ამ “ნოლშესტის” გვერდით სამწვადე მასალა და გოგრა იყიდება. ჩალით დახურულ ბუნგალოს ტიპის კონსტრუქციას, საბჭოთა მაღაზიების განუყოფელი ატრიბუტი, მაცივარი ამშვენებს.
ტრანსპორტის მოსაცდელითაც კი შეიძლება მიხვდე, რომ ღვინის სამშობლოში ხარ. მოსაცდელის შენობა ძალიან ჰგავს მარანს.
გზად ვეძებდი ყველაფერს, რაც პოლონეთის პროვინციასთან პარალელის გავლების საშუალებას მომცემდა და ბოლოს სარეალიზაციოდ გამოტანილი ყვავილები შევნიშნე.
უცნაური სატრანსპორტო საშუალება, სავარაუდოდ ადგილობრივი მოდიფიკაციისა.
ნისლში და წვიმაში ჩავაღწიეთ ალავერდამდე.
მონასტერში შესასვლელთან ჩაცმის წესების დაფა დგას. აკრძალული ტანსაცმლის სიმრავლის მიუხედავად ქალებს უფრო მეტად სწყალობენ და ტაძრის კარიბჭესთან საერთო სარგებლობის კაბებს და თავსაფრებს სთავაზობენ.
ალავერდის ტაძარი დიდებულია!
ტაძრის ეზოში გაშენებულია სხვადასხვა ქართული ჯიშის ვენახი.
სასულიერო პირების საცხოვრებელი ძველ კახურ სასახლეს ჩამოჰგავს.
ტაძარი განსაცვიფრებელია თავისი სიდიადით.
ალავერდის გუმბათი
წვიმის მიუხედავად მამა გაბრიელმა ალავერდის მარნის საუკუნოვანი ისტორია გაგვაცნო.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული ექსპონატების, ძირითადად სხვადასხვა ქვევრების დათვალიერების შემდეგ, მონასტრის მარანში მიგვიპატიჟეს.
ამ მარანში დამზადებული მონასტრის ქვევრის ღვინო საკმაოდ ძვირად იყიდება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
“ბადაგონის” დახმარებით შეძენილი თანამედროვე ტექნიკით მაღალი ხარისხის ღვინის დამზადება ხერხდება. სწორედ “ბადაგონთან” თანამშრომლობით გაითქვა სახელი ალავერდის მონასტრის ღვინომ.
აქვე მარანში გაიხსნა სუვენირების მაღაზია, რადგან ბევრ ტურისტს აქვს სურვილი თან გაიყოლოს მონასტრის მარნის სამახსოვრო.
სამწუხაროდ ტური ისე დასრულდა, რომ ღვინო ვერ დავაჭაშნიკე, ამიტომ მის შესახებ ბევრს ვერაფერს ვიტყვი, გამიგია, რომ ძალიან კარგია.
ფოტოგალერეა