არქიტექტურის დეგრადაცია

რუსთაველზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ “მაგთიკომის” მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება. პროექტის არქიტექტურამ ბევრი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა მშენებლობა მაინც მიმდინარეობს. მისი დასრულების შემდეგ რუსთაველზე აი ასეთ შენობას მივიღებთ.

“მაგთის” არქუტექტურა ჩაანაცვლებს “თბილისის ომის” დროს დამწვარ და დანგრეულ “მხატვრის სახლს”. მშენებლობის პროცესი

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე, 1921 წლამდე, ეს შენობა სასტუმრო “ორიანტს” წარმოადგენდა.

ამერიკელი ჟურნალისტი ჯულიან რალფი 1898 წელს გამოქვეყნებულ მოგონებებში წერდა: “ერთადერთი მართლაც შესანიშნავი სასტუმრო, რომელიც ჩემი მოგზაურობის დროს ვნახე, იყო სასტუმრო „ორიანტი“ თბილისში. მას ინახავდა ერთი შვეიცარიელი კაცი და მისი ცოლი, რომლებმაც იცოდნენ, რომ მსახურების შერჩევისას უნდა მორიდებოდნენ რუსებსა და სომხებს – ყველა მათგანი ქართველია”.

გამორჩეული ხარისხის გარდა ეს შენობა სახელგანთქმული იყო არქიტექტურის და დიზაინის თვალსაზრისითაც.

სასტუმრო “ორიანტის” პირველ სართულზე მდებარეობდა ცნობილი კომპანიის “ზინგერის” მაღაზია, რომელიც 1880 წელს გაიხსნა. მაღაზიის ვიტრინა და კარები თბილისური მოდერნის გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენდა.

Related posts

ფოტოგალერეა: გუდიაშვილის მოედანი

ფოტოგალერეა: ვერცხლის უბანი

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი