ეს ფოტოები აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის დასრულებისთანავე, 2011 წლის ნოემბრის ბოლოს გადავიღე.
ძალიან ლამაზი იყო, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კამათისა და აზრთა სხვადასხვაობის თემად რჩება რეკონსტრუქციის პროცესი.
რეკონსტრუქციის შედეგად ძველი იერი დაუბრუნდა და გალამაზდა უამრავი ევროპული ყაიდის შენობა. ასეთი თბილისი პრაღას, მიუნხენს და ვარშავას ჰგავს.
ამ წმინდა, ევროპულ არქიტექტურას ორგანულად ერწყმის აზიური ელემენტები.
აზიურთან ერთად, გამზირის არქიტექტურაში, კიდევ უფრო ორგანულად ჩაეწერა მოდერნიზებული საბჭოთა შენობები.
ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრი და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი.
მარჯანიშვილის მოედნის მოდერნიზებული სტალინური არქიტექტურა.
ასევე, ერთიანი კომპლექსის ორგანულ ნაწილად იქცა 90-იანი წლების უსახური ნაგებობები.
90-იანების რკინის მიშენება მეტრო მარჯანიშვილთან.
მარჯვნივ მოჩანს რკინიგზელთა კულტურის სასახლე. მისი ახლანდელი დანიშნულება ზუსტად არ ვიცი.
ისევ არქიტექტურული ეკლექტიკა.
განახლებული სილამაზეც კი უძლურია უკულტურობასთან და უწესობასთან. ავტომობილის დგომის ამკრძალავი ორი ნიშნის მიუხედავად ტროტუარზე, ჭიშკრის წინ, ჭუჭყიანი და აჭრელებული ავტომობილის პარკირება ერთეულ შემთხვევას არ წარმოადგენს.
ესეც რომ არ იყოს, ამ უნიკალურ არქიტექტურას და რეკონსტრუქციისთვის დახარჯულ სახსრებს ფასს უკარგავს ავტოტრანსპორტის ნაკადი. აღმაშენებლის გამზირი ცენტრალურ მაგისტრალად არის გადაქცეული და სავალი ნაწილის ორივე მხარეს პარკირების ადგილებია.
უზღვავი რაოდენობის სამარშრუტო ტაქსები, ავტობუსები და პერსონალური ავტომობილები, ასევე სავალ ნაწილზე მორბენალი ქვეითად მოსიარულენი ამ ადგილისთვის შეუფერებელ ქაოსს ქმნიან.
კარგი იქნებოდა გამზირის სატრანსპორტო ფუნქცია რეკონსტრუქციასთან ერთად შეცვლილიყო, მაგრამ ამაზე თითქმის არავინ საუბრობს.
სამაგიეროდ გაუთავებლად ლაპარაკობენ და უკვე ბევრმა დაიჯერა კიდეც, რომ აღმაშენებლის გამზირი “გიფსოკარდონში ჩასვეს” (იგულისხმება ძირითად სარემონტო მასალად გიფსოკარდონის გამოყენება.)
გიფსოკარდონი იმხანად ოპოზიციურად განწყობილი, ახლა კი მმართველი პოლიტიკური ძალის აქტიურმა მხარდამჭერებმა ვეტცელის სასტუმროს კედლებზე აღმოაჩინეს. ეს მსუბუქი სამშენებლო მასალა მიმაგრებული იყო ამ ულამაზესი შენობის პირველი სართული ქვედა ნაწილზე, იმ ადგილზე სადაც შენობა ტროტუარს ერწყმის. “უხარისხო რეკონსტრუქციის” დასამტკიცებლად ვანდალებმა გიფსოკარდონი დაამსხვრიეს, ფოტოები გადაუღეს და მედიაც ააჭრელეს.
ამ ფოტოზეც ჩანს, რომ შენობის შიდა ნაწილი ცარიალია და გაურემონტებელი. საქმე ისაა, რომ ვეტცელის ისტორიულ ნაგებობას კერძო მესაკუთრე ჰყავს და სანამ ინვესტორი საფუძვლიან რეკონსტრუქციას ჩაატარებდა გამზირის რემონტისას შენობის ფასადის დროებით მოპირკეთდა. სწორედ ამიტომ, მარმარილოს ფილების დამაგრებამდე ვეტცელის შენობის საძირკველს გიფსოკარდონი დროებით მიაწებეს. ამ ულამაზესი შენობის რეკონსტრუქცია ახლაც მიმდინარეობს.
თუ ვეტცელის აღდგენა გრძელდება ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება ისტორიული კინოთეატრის “აპოლოს” რეკონსტრუქციის საკითხი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი აღმაშენებლის გამზირზე.
გამზირზე მდებარე მრავალფეროვანი არქიტექტურის რეკონსტრუქციის შედეგი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა დიდი ზომის, უფორმო ჭადრების ამოძირკვის შემდეგ. ხეების მოჭრას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მაგრამ მათი შენარჩუნება შეუძლებელს ხდიდა ისტორიული, არქიტექტურული თუ კულტურული ძეგლების გამაგრებას. ჭადრების ფესვთა სისტემა ანგრევდა ძველი შენობების საძირკვლებს და კედლებს. ასევე იყო ათასგვარი ალერგიების მიზეზი.
დიდი ზომის ჭადრები, მცირე ზომის მწვანე ნარგავებმა შეცვალა.
ახლა შენიშვნები. ნაწილი ზევით დავწერე რაც დაკავშირებულია ავტოტრანსპორტით შექნილ ქაოსთან. მეორე არის ის უხარისხობა რაც რესტავრირებული გამზირის ზოგიერთ ადგილზე შევამჩნიე.
ქვაფენილის და მეტლახის დაგება ქართველი ხელოსნების სისუსტეა, ვერაფრით ისწავლეს 🙂
ბევრი ამ და სხვა უხარისხობას რეკონსტრუქციის ინიციატორის მიხეილ სააკაშვილის ხასიათს აბრალებს რაც სიჩქარის ძირითადი მიზეზიაო. მე კი საწინააღმდეგოში ვარ დარწმუნებული. ბევრგან მინახავს აუჩქარებლად შესრულებული სამუშაო, დამკვეთიც სხვა ყოფილა, თუმცა უხარისხობა მაინც პრობლემად დარჩენილა.
მაინც ლამაზია 🙂
ნამდვილი ევროპაა, კარგი იქნება მთელი მიმდებარე ტერიტორია ამგვარად აღადგინონ.
პოსტებს გამზირის სხვა მონაკვეთებზე, რომლების რეაბილიტაცია მოგვიანებით განხორციელდა მომავალში მოვამზადებ.
1 კომენტარი
Comments are closed.
Add Comment