გამიჭირდა ბათუმის ცნობა, აქ ორი წლის წინ ვიყავი და მას შემდეგ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. შავი ზღვის სანაპიროზე ახალი ულამაზესი ქალაქი აღმოცენდა.
თუმცა ძველი ნაგებობები, რომლებიც ბათუმის სიმბოლოებს წარმოადგენს აღდგენილი და რესტავრირებულია.
ვითარდება ახალი სერვისი, მსურველების ზღვაზე სხვადასხვა ტიპის კატარღით გასეირნება
ძველი ბათუმის ახალი იერი
ძველი ქუჩები მოკირწლულია ხარისხიანი ქვაფენილით
ძველ ქუჩაში განდაგანას პერსონაჟებს გადავეყარე
ქუჩაშიც განდაგანას ეშხი გამოჰყოლოდათ
ძველი ბათუმიდან ისევ ახალ ბულვარში ვხვდები
აქ გადაადგილების ყველაზე კარგ საშუალებად ველოსიპედი იქცა
… ვერტმფრენიც 🙂
შერატონის სასტუმრომ უკვე მოასწრო ბათუმის სიმბოლოდ გადაქცევა
კიდევ ერთი ახალი სიმბოლო, ანბანის კოშკი
ბავშვები ალი და ნინოს მოძრაობების განმეორებას ცდილობენ 🙂
აჭარული ხაჭაპური შეუცვლელია
აჭარული ლობიანი სიახლეა
შეუძლებელია ეს ქალაქი არ მოგეწონოს
ბულვარის მტვერსასრუტი
საღამოს პლაჟი
პლაჟის პირას, ბალიშები
იქვე ტექნიკური უნივერსიტეტი შენდება, მარჯვნივ კი სასტუმრო “რედისონ ბლუ”
იუსტიციის სახლი
ბათუმის პანორამა