ბაგრატის ტაძრის ავთენტობის პრობლემა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. როგორი იყო ტაძრის ნანგრევები, როგორი ფორმით მიიღო მან ”იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის” სტატუსი და როგორია ახლა?
ბაგრატის ტაძრის ნანგრევები 1950-იანი წლები. ფოტოები საიტიდან: ვიტრაჟი
ამ ნანგრევების რეკონსტრუქცია საბჭოთა-კომუნისტურ საქართველოში განხორციელდა და ტაძარმა შემდეგი სახე მიიღო.
სწორედ ამ ფორმის ნანგრევები მიიჩნია ”იუნესკომ” კულტურულ მემკვიდრეობად 1994 წელს და მისი ავთენტობა კითხვის ქვეშ არ დაუყენებია, მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის რეკონსტრუქცია უკვე განხორციელებული იყო. ეს შესამჩნევია 1950 და 1994 წლის ფოტოების შედარების გარეშეც.
დაუსრულებელი რეკონსტრუქციის დასრულება ბევრი კამათისა და დავიდარაბის მიზეზად იქცა ბოლო ოთხი წლის მანძილზე. აღდგენითი სამუშაოები 2009 წელს დაიწყო. 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში ჩარიცხა.
რეკონსტრუქციის პროცესის ნაწილი მიუღებელი აღმოჩნდა საპატრიარქოსთვის, ძირითად მიზეზად გამჭვირვალე ლიფტის დამონტაჟების იდეა დასახელდა.
ლიფტი, ფოტოზე მარჯვენა მხარეს გამოსახულ რკინის კონსტრუქციაზე უნდა დამონტაჟებინათ.
საბოლოოდ ლიფტის იდეაზე უარი ითქვა და შედეგით საპატრიარქოც კმაყოფილი დარჩა.
ქვედა ფოტოზე ნათლად ჩანს ტაძრის კედლების რეკონსტრუირებული დეტალები. მიუხედავად ამისა ირკვევა, რომ ”იუნესკო” ბაგრატის ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღებს.
მსოფლიოში წამყვანი ექსპერტის დასკვნა –> http://wp.me/p2GnD2-vj
ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია, აღდგენის დასრულების შემდეგ ბევრი გამოთქვამდა გაკვირვებას ტაძრის სახურავის შეფერილობის გამო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფეისბუკის გვერდზე ასეთ ილუსტრაციას წავაწყდი.
მსგავსი ფერის კრამიტის ნამსხვრევები შევამჩნიე ალავერდის ტაძრის ეზოში, არქეოლოგიური გათხრებისას აღმოუჩენიათ.
ცისფერი, მომწვანო ფერის კრამიტი ალავერდის ტაძრის ეზოში.
მსგავსი პოსტები:
- ბაგრატის ტაძრის ავთენტობის ამბავი
- იუკკა იოკილეტტო ბაგრატის ტაძრის შესახებ
- ღვინის გზა ალავერდისკენ მიდის