ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ზღვის სეზონი ახლოვდება და ბევრი გეზსს აიღებს ბათუმისკენ.

როდესაც დამსვენებლებით დატვირთული მატარებელი ბათუმს მიუახლოვდება, ეს ადგილი, მწვანე კონცხი უნდა გაიაროს. გადამწვანებულ კლდოვან მთაზე კი გაშენებულია ბოტანიკური ბაღი.

არასდროს მიყვარდა ბოტანიკა, მაგრამ მწვანე სილამაზე ამ ბოლო დროს სულ უფრო მიზიდავს. ბათუმის ბოტანიკური ბაღი იმით უფრო საინტერესოა, რომ მის მახლობლად და მასში შეიძლება დასვენება. ზღვაში ბანაობასა და პლაჟზე გარუჯვას მწვანე კონცხის სანაპიროზე, ჩვეულებრივ ან ექსკლუზიურ პლაჟზე მოახერხებთ იმაზე კარგად, ვიდრე ბათუმში. აქ ოდითგანვე ყოფილა ნუდისტური პლაჟი.

პლაჟზე გარუჯვის შემდეგ შეგიძლიათ სასტუმროში არც დაბრუნდეთ და ღამე ბოტანიკურ ბაღში გაათენოთ, მაგალითად აქ 🙂

კემპინგის მომსახურება ერთ კაცზე 19 საათიდან – 10 საათამდე ღირს 15 ლარი.

ბოტანიკურ ბაღში შესასვლელი მწვანე კონცხის რკინიგზის ბაქნის მეორე მხარეს მდებარეობს. აქ მატარებელი არ აჩერებს, თუმცა ბაღი ბათუმთან ახლოს, 9 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

ბაღის დათვალიერების საფასური შეადგენს:

  • საქართველოს მოქალაქეებისათვის – 3 ლარს;
  • სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის – 8 ლარს;
  • საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის -2 ლარს;
  • მოსწავლეებისა და 16 წლამდე მოზარდებისათვის – 1 ლარს;

შეგიძლიათ შეიძინოთ ბაღის დათვალიერების სხვადასხვა კატეგორიის აბონიმენტები:

  • ერთთვიანი ინდივიდუალური აბონიმენტი – 30 ლარი;
  • დათვალიერების ერთთვიანი ორკაციანი აბონემენტის – 45 ლარი;
  • დათვალიერების ერთთვიანი საოჯახო აბონემენტი არაუმეტეს 4 კაცისა – 60 ლარი;

შესასვლელიდან ბილიკებს მიჰყავხართ უნიკალურ მცენარეთა შორის.

ბაღის ტერიტორიაზე შესაძლებელია ელექტროავტობუსის მომსახურებით სარგებლობა.

  • ერთი დამთვალიერებლის ტრანსპორტირება ერთი მიმართულებით – 3 (სამი) ლარი. 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე 4 ლარი;
  • ელექტროავტობუსის ერთი საათით ინდივიდუალური (არაუმეტეს 5 კაცისა) დაქირავება – 40 ლარი;

სხვადასხვა:

  • გიდის მომსახურება არაუმეტეს 30 კაცისაგან შემდგარი ჯგუფებისათვის – 30 ლარი;
  • საქორწინო ხელმოწერის ცერემონიალის გამართვა – 100 ლარი;

ბათუმის ბოტანიკური ბაღის უფასოდ დათვალიერების უფლებით სარგებლობენ: ომის მონაწილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ობლები, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები და სტუდენტები, ასევე 10 წლამდე ბავშვები და იმ ოჯახების წევრები რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000-ს.

ჩაქვის მახლობლად, ზღვის სანაპიროზე მცენარეთა ინტროდუქციის ერთ-ერთ ინიციატორად გვევლინება გეოგრაფი და ბოტანიკოსი, მოგზაური პავლე ტატარინოვი. მან 1892 წელს 10 ჰექტარ ფართობზე შექმნა ე. წ. საკლიმატიზაციო ბაღი, რომელიც ახლა ბოტანიკური ბაღის „ზედა პარკის“ სახელითაა ცნობილი.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსება დაკავშირებულია ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორის ანდრია კრასნოვის სახელთან. 1912 წლის 3 ნოემბერს სათავე დაედო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ორგანიზაციის საქმეს.

ბოტანიკურ ბაღს მდინარე ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება. ბაღი სპეციფიკური და მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით ხასიათდება.

Related posts

მწვანე კონცხი

ექსკლუზიური პლიაჟი

დღევანდელი ნუდისტური პლიაჟი