30 იანვარს აჭარა P.S.-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბათუმში შეიძლება ტრამვაის პროექტზე მუშაობა დაიწყოს. “ბათუმში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმის წარმატებულად ამოქმედების შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ ქალაქში ტრამვაის ხაზის ამოქმედდება.” – წერს აჭარა P.S.
პესიმისტების მხრიდან უკვე გამოჩნდა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ბათუმში ვიწრო ქუჩებია და ასე შემდეგ. მათ შევახსენებ, რომ ტრამვაი სხვა ტრანსპორტისგან განსხვავებით ყველაზე ვიწრო ქუჩაში უპრობლემოდ გადაადგილდება რადგან დაფიქსირებულია ლიანდაგზე და მას არ სჭირდება დამატებითი სივრცე მანევრირებისთვის. მეორეც ბათუმის ქუჩებში 90-იანების ბოლომდე მატარებლები დადიოდნენ.
ასეთი ტრადიციის მქონე ქალაქში ტრამვაის ხაზის გატარება მხოლოდ ფინანსურ საკითხებს უკავშირდება და სხვას არაფერს 🙂