ბერლინი

ბევრი მინახავს ვინც ამ ქალაქზე გიჟდება, მე უფრო მეტს მოველოდი.

რაიხსტაგზე დროშის აღმართვა მინდოდა, მაგრამ გერმანელებს ისტორიის გაკვეთილი კარგად შეუსწავლიათ და შუშის გუმბათისთვის ძაბრის ფორმა მიუციათ 😉

ბერლინის კედლის ნარჩენები ისტორიის მკაცრი გაკვეთილია.

ებრაელთა გენოციდის მემორიალი, მას სავარჯიშოდაც იყენებენ.

რუსი ჯარისკაცის პორტრეტი დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინის გამყოფ ბლოკსაგუშაგოსთან. მეორე მხრიდან კი ამერიკელი ჯარისკაცის პორტრეტია გამოსახული – შეგვახსენებს, რომ აქ გადიოდა ცივი ომის ფრონტის ხაზი, სულ რაღაც 22 წლის წინ.

აღმოსავლეთ – სოციალისტური ბერლინის ტელეანძა.

შედარებით მოკრძალებული, მაგრამ თავისუფალი დასავლეთ ბერლინის ტელეანძა.

ბრანდერბურგის ჭიშკარი. აქ წარმოთქვა თავისი ლეგენდარული სიტყვები რონალდ რეიგანმა, რომელმაც ორი გერმანიის გაერთიანება განაპირობა.

ბერლინის გამყოფი კედელი აღარ არსებობს, მაგრამ ორი ბერლინი მაინც შესამჩნევია.

“გალუბოი პატოკი” ბერლინის ქუჩაში

“სონის ცენტრი”

ბერლინის მეტრო “უ-ბანი”

მეტროს ახალ ვაგონებში ერთიანი სივრცეა

აქ ელექტრო და სარკინიგზო ტრანსპორტის კულტია. ესტაკადაზე მოჩანს “ეს-ბანი”, საქალაქო “ელექტრიჩკა”.

ვაგონიდან ბოთლის გადაგდება აკრძალულია.

საერთაშორისო მატარებლების, მეტროსა და “ელექტრიჩკების” სისტემები ინტეგრირებულია, ისინი რამდენიმე სადგურში იკვეთება.

გარე ვაჭრობა “ეს-ბანის” ბაქანზე

ბერლინში ტრამვაის კარგად გაბვითარებული სისტემაა. ჯერ კიდევ ექსპლოატაციაშია 30 წლის წინანდელი ჩეხური “ტატრა”.

ტატრებს თანდათან ცვლის გერმანული “ბომბარდირი”.

ბერლინელებს ძალიან უყვართ ველოსიპედი.

ბერლინის სიმბოლიკა

Related posts

ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში 49 ევროდ

ბერლინის ტრანსპორტი

გზად პრაღიდან ბერლინისკენ