ბუდაპეშტის ბაზარი – კულინარიული მუზეუმი

ბაზარში ვაჭრობა არასდროს მიყვარდა, ჩვენს ბაზრებში გამეფებული უწესრიგობისა და ანტისანიტარიის გამო, მაგრამ ბუდაპეშტის ბაზარი სულ სხვა აღმოჩნდა.

ბუდაპეშტის ბაზარი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც მე ბაზარი წარმომედგინა. სისუფთავე, წესრიგი და მრავალფეროვანი პროდუქცია ბაზრის ისტორიულ, არქიტექტურულად გამორჩეულ, ლამაზ შენობაშია თავმოყრილი.

1897 წელს აგებული ბაზრის შენობა გაფორმებულია ნეოგოთიკის ელემენტებით, მისი სახურავის ორნამენტები კი შესრულებული ფერადი კრამიტით.

მიუხედავად სიძველისა, ბაზრის შენობას ფუნქცია არ დაუკარგავს და ის არ წარმოადგენს მხოლოდ ტურისტულ ღირშესანიშნაობას. აქ იყიდება ყველაზე ახალი და სუპერმარკეტებზე იაფი პროდუქცია: ხორცეული, ძეხვეული, ყველი, ბოსტნეული, ხილი, თაფლი და ათასგვარი წიწაკები.

ხორცის პროდუქციას, ქათამი, იხვი, ბატი… ისეთია თითქოს ახალი შემოტანილია, არ ეტყობა გაყინვის კვალი.

ნახევარი კილოგრამი ქათმის ღვიძლი 400 ფორინტად შევიძინე, რაც ჩვენებურად 3.35 ლარის ტოლფასია. იქვე იყო შედარებით იაფი ვარიანტიც. თბილისის ბაზარში რა ღირს ქათმის ღვიძლი ხომ ვერ შემახსენებდით? ჩვენს აპარტამენტს, რომელსაც დღეში 30 დოლარად ვქირაობთ მშვენიერი სამზარეულო აქვს, სადაც კერძის მომზადება ერთი სიამოვნებაა.

ბუდაპეშტის ბაზარი – მეორე სართული

უნგრული ტრადიციული სასმელებიდან გამორჩეული ყოფილა პალინკა, ხილისგან დამზადებული არაყი, რომელიც უხვადაა წარმოდგენილი დახლებზე.აქვე შევიძინეთ ლავანდის მარცვლები, რომელიც თბილისში ვერაფრით აღმოვაჩინეთ. ასევე ლავანდის საპონი.

ზუსტად იგივე საპონი დიდი სავაჭრო ცენტრის სპეციალურ მაღაზიაში თითქმის ორჯერ ძვირი ღირს.

ბაზრის მეორე სართულზე ძირითადად ტურისტული სუვენირებია გამოტანილი. ეს სართული გამორჩეულია ძველმოდური სასადილოებით, სადაც უნგრული ნაციონალური კერძებით გაგიმასპინძლდებიან. ძალიან უნდა მოინდომოთ, რომ აქ მაგიდა და დასაჯდომი ადგილი იპოვნოთ.

პირველ ჯერზე გავსინჯე აქაური გულიაშის სუპი და ოჯახური სოსისი. ყველაფერი გემრიელი იყო და თანაც იაფი ვიდრე ყველაზე მარტივ კაფე-რესტორანშია.

ბუდაპეშტის ბაზარი ნამდვილად ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს ამ ქალაქის მონახულებისას. თუ როგორ იმოგზაუროთ ბუდაპეშტში დაბალი ბიუჯეტით, იხილეთ ჩემი პოსტი, როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში იაფად?

 

რეკომენდაციები:

  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია
  • იაფი სასტუმროების ყველაზე დიდი საძიებო სისტემა: hotelscombined.com
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • 10 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
  • მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი

Related posts

მოგზაურობა ბუდაპეშტში Covid-19-ის პირობებში

როგორ ვიმგზავროთ ბუდაპეშტში

ბუდა FCKN პეშტი