ბუდა FCKN პეშტი

სანამ ბუდაპეშტში წავიდოდი 3 წლით სასწავლებლად, ყველა გამუდმებით იმას მიმეორებდა, რომ სამშობლოს გარეშე ვერ გავჩერდებოდი, მომენატრებოდა, ოჯახი, მეგობრები, თბილისი. სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ მიგრძვნია მსგავსი რამ, თანაც უკვე რახანია ბუდაპეშტში ვარ. ეს ქალაქი ჩემი სახლივით შემიყვარდა და მგონია წინა ცხოვრებაში სწორედ აქ მქონდა ბინა.

ფართო ქუჩები, ლამაზი არქიტექტურა ძალიან მაგონებს პრაღას, მაგრამ ბუდაპეშტს მაინც განსხვავებული ატმოსფერო და ხასიათი აქვს. ის უფრო ცოცხალია, სივრცული, მონუმენტური და თანაც უბრალო. არ ჰგავს იმ სურათებივით ჩახატულ ქალაქებს ევროპის მდიდარი ქვეყნებიდან. ბუდაპეშტი ნამდვილია, ყოველგვარი ნიღბების გარეშე. ჩამოსვლამდე, ხშირად მსმენია უნგრელებზე სტერეოტიპები მათი უხასიათობისა და დეპრესიულობის შესახებ, რაც ნაწილობრივ მართალიცაა, თუმცა საერთო ჯამში ხალხი ძალიან მეგობრული, კეთილი და ყურადღებიანია.

რახან აქ სტუდენტი ვარ, მე ქალაქი ყველაფერს იაფად და მარტივად მთავაზობს, ტრანსპორტის ბილეთიდან დაწყებული ბარში კათხა ლუდით დამთავრებული. მუზეუმები, გამოფენები, ღირშესანიშნაობები სტუდენტებისთვის კაპიკებშია, რაც გინდა თუ არა გაიძულებს იმაზე მეტი ნახო ბუდაპეშტში ვიდრე გაინტერესებს. თანაც იმდენია სანახავი, მახსოვს ჩამოსვლის პირველ კვირეებში დღეში მინიმუმ 13 კილომეტრს გავდიოდი, თუმცა თითოეული მეტრი ამად ნამდვილად ღირდა.

ჩემი ბინა, რომელიც მთელმა ოჯახმა Airbnb-ზე ვიქირავეთ, საკმაოდ ცენტრში მდებარეობდა და რაღა თქმა უნდა, მთელი მიდამოები შესწავლილ-მოვლილი მქონდა. თუ ამ სისტემაში ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 30 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ რაც მოგზაურობას ხარჯებს ოდნავ მაინც შეგიმცირებთ.

თუ ოდესმე გადაწყვეტთ ბუდაპეშტის მონახულებას და აუცილებლად ნახეთ ბუდას ციხე ღამით!

და აი ზუსტად მაშინ დაინახავთ ქალაქის რეალურ სახეს, ხასიათს და განწყობას. არ მოერიდოთ მიკარგულ ქუჩებში ხეტიალს, ბარებში შესვლას, ანდაც თუ გაგიმართლებთ და რომელიმე შენობის სადარბაზოს კარი ღია დაგხვდებათ – შიგნით შესვლას! დამერწმუნეთ, ბუდაპეშტური შიდა ეზოები ნამდვილი სანახაობაა. ღამის ცხოვრების, სმისა და ბარების მოყვარულებს კი ნამდვილად გაუმართლათ, რადგან ეს ქალაქი ცნობილია “ruin” ბარებით.

ჯერჯერობით, ცუდი არაფერი მეთქმის და დარწმუნებული ვარ 2 წლის მერეც ასე იქნება

რეკომენდაციები:

  • ბუდაპეშტში მოსახვედრად იაფი ავიაბილეთები ეძებეთ საიტზე: kiwi.com
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 30 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
  • აეროპორტიდან ტრანსფერისთვის გამოიყენეთ: kiwitaxi.com
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • მატარებლის ბილეთები ევროპაში: Rail Europe

Related posts

მოგზაურობა ბუდაპეშტში Covid-19-ის პირობებში

როგორ ვიმგზავროთ ბუდაპეშტში

ბუდაპეშტი – გემით გასეირნება დუნაიზე