მცხეთის განახლება 2008 წელს დაიწყო და უკვე 2 წლის შემდეგ თვალშისაცემი გახდა ცვლილებები. ეს ფოტოები სწორედ 2011 წლის მარტში და ოქტომბერში გადავიღე.
რეაბილიტაციის პროექტმა ძველებური იერი დაუბრუნა უსახური მიშენებებით, გარაჟებითა და უწესრიგო არქიტექტურით დაფარული ქალაქის სახეს.
ქუჩები ქვაფენილით დაიფარა, ხოლო ღობეები ქვის, აგურისა და ხის მასალით ხელახლა აშენდა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ანუ შეიცვალა ფასადების დიზაინი, გადახურვა და ხის აივნები გაუკეთდა 100-ზე მეტ სახლს, ხოლო 20-მდე სახლი მთლიანად ხელახლა აშენდა.
ამგვარად განახლებული “არსუკიძის” ქუჩა სვეტიცხოვლისკენ მიდის.
სვეტიცხოველი დიდებულია.
მოუწესრიგებელი პარკინგი და ბაზრობა, რომელიც სვეტიცხოვლის წინ იყო გამართული, აღარსად ჩანს.
მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ სვეტიცხოვლის კარიბჭე პიზის კოშკივით გადახრილია.
მცხეთის ცენტრი და ჯვრის მონასტერი.
სვეტივხოვლის ორნამენტები.
მექორწილეები და ტურისტები მცხეთას არასდროს აკლდა, მაგრამ ქალაქის განახლებამ სტუმართა რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა.
შესაბამისად შეიცვალა ინფრასტრუქტურა, ძველი გარაჟები სუვენირების მაღაზიებად გადაკეთდა.
ეზოები კი ღია კაფე-რესტორნებად.
ზოგმა ეზომ ისევ შეინარჩუნა თავისი ძველი დანიშნულება.
ზოგი სახლი სასტუმროდ გადაკეთდა.
ზოგიც ტავერნად.
მცხეთის სახლებს ძალიან მოუხდა ხის აივნები.
რეაბილიტაციამ ბევრ მცხეთელს ტურისტებისთვის ახალი სერვისის შეთავაზების საშუალება მისცა. ერთ-ერთმა მათგანმა ქუჩაში თაფლის ღვინით ვაჭრობა დაიწყო.
მაგრამ ბორჯომისა და ნაბეღლავის პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული ღვინო და ღობეში გაჩხერილი ჭურჭელი თუ პლასტმასის სადეგუსტაციო ჭიქები ბევრს არ იზიდავს.
კაცი ვერაფერს დაუწუნებს მცხეთის სახელგანთქმულ სახინკლეებს.
როგორც წესი ქართული რემონტი მაღალი ხარისხით ვერ დაიკვეხნის. მიუხედავად იმისა, რომ მცხეთის რეაბილიტაციის დასასრული არცერთი თარიღით არ იყო შემოსაზღვრული, მცირე დეფექტები მაინც შესამჩნევია.
თუმცა “რემონტმა” ბევრ მცხეთელს მაინც მოუტანა სარგებელი.
ერთი შეხედვით ღობეს აშენებენ, მაგრამ მისმა მესაკუთრემ 7 თვის შემდეგ კომერციული ფართი მიიღო.
2011 წლის მარტში რეაბილიტაციის პროცესი გრძელდებოდა.
შედეგი კი ასე გამოიყურებოდა 2011 წლის ოქტომბერში.
რეკონსტრუქციამ მცხეთას ახალი, მაგრამ ძველი ლაზათი და იერი დაუბრუნა.
1 კომენტარი
[…] […]
Comments are closed.