გარდენია შევარდნაძე

ყვავილების მოყვარულთა საზოგადოებაში ხმა გავარდა, თბილისის ზღვაზე ზურიკელა შევარდნაძეს სასწაული ბაღი გაუკეთებიათო და “გარდენია შევარდნაძე” დაურქმევიათო.

დაიწყო ძიება, რაც არ აღმოჩნდა იოლი საქმე.

არც “გარდენიას” ვებსაიტი მუშაობს და ფეისბუკზეც მხოლოდ ფოტოებია. ფოტოებს შორის რუკის მაგვარი გრაფიკული ნახატია. მასზე ჩანს, რომ გარდენია თბილისის ზღვასთან ხუდადოვის ქუჩაზეა. მაგრამ არც ნომერი და არც მოქმედი ტელეფონები. ნომრები შევარდნაძის დროინდელი 8-იანი კოდებით იწყება…

ასკანაში ოქროს მედალზე სკოლადამთავრებულმა და გერმანიაში განსწავლულმა ბიოლოგმა, ბოტანიკოსმა ზურაბ შევარდნაძემ “იუმორინაში” მონაწილეობით გაითქვა სახელი.

იუმორიც კარგად გამოსდის, მაგრამ აი პროფესია ნამდვილად კარგად შეუსწავლია.

თბილისის ზღვის მახლობლად უამრავი სახეობის მცენარე გაუხარებია იქვე მოწყობილ ბაღში და სათბურში.

ყველაფერი ეს ისეა გაფორმებული, რომ თავშეყრის და დასვენებისთვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

სათბურის დეკორაცია.

სათბურის ატრიბუტიკა.

მრავალფეროვანი ყვავილების და დეკორატიული მცენარეების გარდა, გარდენია თავს იწონებს ევროპული ყაიდის “პატარა კაფით”.

პატარა კაფის ინტერიერი ევროპული სოფლის კაფეს მაგონებს.

ყავა და ჩაი ულამაზეს გარემოში მეგობრებთან.

ანდაც მარტო.

ეზო სავსეა გასაყიდად გამზადებული ათასგვარი ყვავილებით.

უამრავი ძველი ნივთი გარდენიას ლანდშაფტური დიზაინის ელემენტია.

შევარდნაძის ეზოში რამდენიმე მცირე და დიდი ზომის შადრევანიცაა.

ამბობენ გარდენია შევარდნაძეს ხშირად სტუმრობენ მოდელები, ფოტოგრაფები და ახალდაქორწინებულები ფოტოსესიების მოსაწყობად.

შემდეგი ფოტო და რუკა კი გარდენია შევარდნაძის პოვნაში დაგეხმარებათ.

ვიდეო: ზურა შევარდნაძე გვიყვება მისი წარმატების მიზეზების შესახებ.

რუკა: https://maps.app.goo.gl/cCg6dHBvdQgEgf8V6

რეკომენდაციები:

Related posts

ფოტოგალერეა: გუდიაშვილის მოედანი

ფოტოგალერეა: ვერცხლის უბანი

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი