გორის მულტიფუნქციური კომპლექსი

ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ დასავლეთიდან თბილისისკენ მგზავრობისას მჭირდება თუ არა მაინც უნდა შევიარო გორის მულტიფუნქციურ კომპლექსში.

“გუდვილის” სავაჭრო ცენტრი და “სოკარის” ავტოგასამართი სადგური ე.წ. გორის უღელტეხილზე, “ავტობანად” წოდებულ ახალ გზატკეცილზე ს-1-ზე მდებარეობს, რომელიც საერთაშორისო მაგისტრალის E 60-ის ნაწილია.

მულტიფუნქციური კომპლექსი ძირითადად ორი ნაწილისგან შედგება. პირველია “გუდვილის” სავაჭრო ცენტრი.

ამ თანამედროვე არქიტექტურის მქონე კომპლექსში შესაძლებელია კომფორტულად, ცივილიზებულად დასვენება, სადილი გუდვილის კაფეტერიაში, ვაჭრობა სუპერმარკეტში და რაც მთავარია სუფთა და კომფორტული ტუალეტით სარგებლობა, რაც ასე დეფიციტურია არა მარტო საქართველოს გზებზე, არამედ მის ქალაქებშიც.

გუდვილი

მე პირადად “სოკარის” ბენზინით იშვიათად ვსარგებლობ, მაგრამ ეს კომპანია შესამჩნევი ხდება მაღალი დონის ინფრასტრუქტურით, რასაც იმედია პროდუქციის ხარისხის გაზრდაც მოჰყვება 😉

 

თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალთ კი მეორე მხარეს იგივე დანიშნულების “ვისოლის” ცენტრი სუპერმარკეტი “სმარტი” ემსახურება.

იქვეა “ვისოლის” ბენზინგასამართი სადგურიც.

რუკა