ამას წინათ ვზივარ და უკვე მერამდენედ ვუყურებ ქართულად გახმოვანებულ ”ევროტურს”, ძალიან სასაცილოა ამერიკელი თინეიჯერების ევროპაში გასეირნება…
ჰოდა, ერთ-ერთ ფრაგმენტში, ეს ჩვენი ამერიკელები ამსტერდამში ერთ ხიდზე იკრიბებიან მოსაწევისა და სექსისი ქალქში გატარებული ღამის შთაბეჭდილებების გასაზიარებლად. ვუყურებ ამ ხიდს და ირგვლივ შენობებს და რაღაც უცნაურად ჰგავს პრაღას.
ეჭვი კიდევ უფრო ძლიერდება ქვაფენილის დანახვის შემდეგ, მაგრამ ვიცი რომ მსგავსი არქიტექტურა არც ამსტერდამისთვისაა უცხო. პრაღა ყოფილა! 🙂
კარლოსის ხიდის ქვემოთ რომ პატარა ხიდია, ”ჩერტოვკის ხიდი” და ”ჩერტოვკის არხი” – ზუსტად ისაა ამ კადრში.
თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამ სურათს შეადაროს 🙂 ან ფილმი ნახოს და ტიტრები წაიკითხოს. ამ ამერიკული ფილმის 90 პროცენტი ჩეხეთშია გადაღებული, ძალიან ბევრი ჩეხი მსახიობების მონაწილეობით, რა თქმა უნდა ”ვანდერსექსის” გოგოებიც პრაღის პრივატებიდან და კლუბებიდანაა შერჩეული 😉
”ევროტურის” გარდა პრაღის კინოინდუსტრიამ, ამ ბოლო დროს, უამრავი უცხოური ფილმი გამოუშვა. მათ შორის ყველაზე ცნობილია ჯეიმს ბონდის 21-ე ფილმი ”კაზინო როიალი”. ასევე ბოევიკი ”ბორნის იდენტიფიკაცია”, მასში პრაღა პარიზის როლს თამაშობს 🙂
ამ წარმატების საიდუმლო ისაა, რომ პრაღაში საუკეთესო პირობებია ხარისხიანი ფილმის შედარებით იაფად გადასაღებად. ტექნიკური დონე და პერსონალის მაღალი დონე, პრაღაში ცხოვრების დონეც მაღალია, ვიდრე ბევრ ევროპულ დედაქალაქში და ამიტომ ყველაზე ჭირვეული მსახიობებიც კი უარს არ ამბობენ პრაღაში მიმდინარე გადაღებებში მონაწილეობაზე.
არის რამდენიმე პრობლემაც, კრონის კურსის გამყარება დოლართან მიმართებაში, რამაც ამერიკელი კინომწარმოებლების ინტერესი ოდნავ გაანელა და სხვა ევროპული ქალაქების უფრო შეღავათიანი პირობები. თუმცა პრაღის კინომწარმოებლებს ოპტიმიზმის საფუძველს ის აძლევს, რომ მათ ქალაქს უფრო მეტი პლიუსი აქვს ვიდრე კონკურენტებს.
1 კომენტარი
Comments are closed.
Add Comment