თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი დროის მანქანას ჰგავს, რომელიც საუკუნის წინანდელ და უფრო ადრინდელ ძველ საქართველოში გამოგზაურებს.

ფოტოები გადაღებულია სხვადასხვა დროს – 2013, 2017 და 2023 წლებში, შემოდგომა-ზამთარში.

შესასვლელიდან მარცხნივ პირველივე კუთხე ეთმობა სამეგრელოს.

 

სამეგრელო

საჯალაბო (საცხოვრებელი) სახლი – მე-19 საუკუნე, სოფელი ონტოფო, აბაშის რაიონი.

ხშირად ამ სახლის აივანზე მუზეუმის თანამშრომლები ტრადიციული ხელსაქმის დემონსტრირებას ახდენენ.

კიდევ ერთი სახლი – “ოდა” სამეგრელოდან, ისევ სოფელ ონტოფოდან. ოდა აგებულია მე-19 საუკუნის შუა პერიოდში და ეკუთნოდა ნოდარეიშვილების ოჯახს.

 

სამეგრელოსა და გურიის საზღვარზე ყველას ყურადღებას იქცევს XVIII – XIX საუკუნის სახლი რომელიც მრავალ კინოფილმში ფიგურირებს.

 

გურია

გადავედით გურიაში და სახლი აწყურიდან.

 

საგანმანათლებლო ცენტრი

 

სენაკიდან ჩამოტანილ სახლში, რომელიც 1894 წელს არის აგებული და მის გარშემო მოწყობილია საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მსურველებს ქართულ ხელსაქმეს და ოსტატობას შეასწავლიან.

 

სწავლის პროცესი

 

იმერეთი, მარანი

 

აქ დაცული ექსპონატების უნიკალურობის მაგალითია მასიური თხილის ხის იმერული საწნახელიც.

 

კახეთი

მუზეუმში კახურ პურსაც აცხობენ და მნახველებს უმასპინძლდებიან.

 

შაბათ-კვირას დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ თავად გამოაცხონ კახური პური.

 

მუზეუმში ახლახან გაცოცხლდა კახური ერდო-ბანიანი საცხოვრებელი და ეზო-კარმიდამო.

კახური სახლის ინტერიერი

სვანეთი

სვანური კოშკი ეთნოგრაფიული მუზეუმის იმ ნაწილშია სადაც რეკონსტრუქცია არ დასრულებულა, ამიტომ თვალს მხოლოდ შორიდან შევავლებთ. იმავე ზონაშია აფხაზეთი და აჭარაც…

 

ეთნოგრაფიული მუზეუმი – რუკა

უფრო მეტი ინფორმაცია თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის შესახებ.

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის