თბილისის 40 გრადუსიანი სიცხისგან თავის დაღწევის რამდენიმე საშუალება არსებობს და ზაფხულის ბაკურიანი, ანუ გაგრილება ბაკურიანში ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.
2017-2019 წლების შთაბეჭდილებები
შუადღით 10 – 13 გრადუსით დაბალი ტემპერატურა, ღამით კიდევ უფრო დიდი სხვაობა, მთის ნიავი და სუფთა ჰაერი – ბაკურიანს, ზამთრის ამ კურორტს, აქტუალობას ზაფხულშიც არ უკარგავს.
იმის გამო, რომ ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის აშენებული უამრავი სასტუმრო, აპარტამენტების კომპლექსი თუ კოტეჯი ფუჭად არ მოცდეს, ზაფხულში შედარებით დაბალ ფასებს აწესებენ, რაც ბაკურიანს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. მაგრამ მშენებლობა ჯერაც არ დასრულებულა და დასასვენებლად აირჩიეთ ისეთი უბანი სადაც სამშენებლო მასალით დატვირთული სატვირთო ავტომობილების კოლონები არ იმოძრავებენ. არც ბაკურიანის ცენტრია დიდად კომფორტული და თუ რატომ ამის შესახებ ოდნავ ქვევით.
ჩემი არჩევანი დიდველზე შეჩერდა. აქ თითქმის ყველა მშენებლობა დასრულებულია, მოწყვეტილია ცენტრის ხმაურს და ახლოს არის საბაგიროსთან, რომელის ზედა სადგური ზღვის დონიდან 2130 მ. სიმაღლეზე მდებარეობს.
ველი – აპარტჰოტელი
აპარტჰოტელი, რომელიც კომპანია “რედკომ” ააგო დაყოფილია კერძო აპარტამენტებად, რომლებსაც ან მისი მესაკუთრეები აქირავებენ, ან თავად აპარტჰოტელის ადმინისტრაცია. ჩემს შემთხვევაში 4 ადამიანზე გათვლილი სტუდიოს ტიპის აპარტამენტი მისი კერძო მფლობელისგან დავიქირავე და რა თქმა უნდა Airbnb-ის მეშვეობით. თუ რას ნიშნავს “ეარბიენბი”, როგორ მუშაობს ის და როგორ უნდა ისარგებლოთ ამ სერვისით აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში:
- აპარტამენტის დაჯავშნა Airbnb-ზე
- როგორ გამოვიყენოთ 44 ევროიანი ფასდაკლება Airbnb-ზე
- რატომ ვირჩევ Airbnb-ს აპარტამენტებს
უცხოეთისგან განსხვავებით საქართველოში აპარტამენტის დაჯავშნისას საჭიროა დამატებითი ყურადღების გამოჩენა. პირდაპირ დაჯავშნის შემთხვევაში შეიძლება მასპინძელმა უარი გითხრათ, რადგან ბინა დაკავებული აქვს და “ეარბიენბიზე” დაკავებული დღეების დაბლოკვა დაავიწყდა, ან არ იცის… და ასე იწყება გაუგებრობები და უსიამოვნებები. სამწუხაროდ, მასპინძლების ნაწილი ეარბიენბის უყურებს როგორც განცხადებების საიტს. ბაკურიანში ჩემს ნაცნობს სწორედ მსგავსი ამბავი შეემთხვა, ამიტომ მე შერჩეული ბინის მფლობელს “ეარბიენბის” საიტზე მესიჯი წინაწარ მივწერე და ჯავშანი მხოლოდ პასუხის მიღების შემდეგ გავაკეთე.
ეს არის “ველის” სტანდარტული ერთოთახიანი სტუდიო აპარტამენტების ფოტოები. მათი ფასი 30 დოლარიდან 50-მდე მერყეობს, ოროთახიანისა კი 60-70 დოლარია. აპარტჰოტელს ასევე აქვს საერთო სივრცე ჰოლში, საბავშვო ოთახი და რესტორანი, რომელმაც მშვენიერი კერძებით გვიმასპინძლა, რა თქმა უნდა დამატებით ფასად.
ამ და კიდევ ბევრი სხვა აპარტამენტების მოძება და დაჯავშნა “ეარბიენბის” გარდა შეგიძლიათ სასტუმროების ყველაზე დიდი საძიებო სისტემის მეშვეობით: hotelscombined.com – ის აერთიანებს booking.com-ს და სხვა მსგავსს საიტს და ძებნის შედეგებში ფასების შედარების საშუალებას გაძლევთ. მოკლედ, ასე შეგიძლიათ იპოვოთ ყველაზე იაფი და მისაღბი ვარიანტი. მაგრამ მე მაინც “ეარბიენბის” გირჩევთ, თან შეგიძლიათ ისარგებლოთ 35 ევროიანი ფასდაკლებით.
აპარტამენტის შერჩევისას, რომელიც მდებარეობს აპარტჰოტელის მსგავს შენობაში იხელმძღვანელეთ არა მარტო ფასებით, არამედ იმ ინფრასტრუქტურული პლუსებით, რომელიც კონკრეტულ აპარტჰოტელს გააჩნია. მაგალითად “ორბი პალასს” რომელიც ასევე დიდველის საბაგიროსთან მდებარეობს აქვს სპა სერვისი და აუზი რაც დიდი პლუსია ზაფხულის დღეების გასამრავალფეროვნებლად. აუზით სარგებლობა მთელი დღის მანძილზე ორბი პალასის სტუმრებისთვის 15 ლარი ღირს, სხვა სასტუმროების ბინადართათვის კი ორჯერ მეტი.
მშენებლობა და ანტისანიტარია
ზევით ვახსენე და კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ წინასწარ შეისწავლეთ ადგილმდებარეობა, რადგან შეიძლება სამშენებლო მოედანზე ან მოუწესრიგებელ ქუჩაზე აღმოჩნდეთ.
ბაკურიანში იმის გარდა, რომ კერძო სექტორში გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს, მუნიციპალური სამსახურებიც არ იწყენენ და ამ შუა ტურისტულ სეზონზე ტროტუარების მოწყობა განუზრახავთ. შესაბამისად დაბის ცენტრალურ ნაწილში გადათხრილი ქუჩები, უწესოდ პარკირებული ავტომობილები და ბევრი მტვერია.
მტვერი და ორმოების ავტომობილების სავალ ნაწილზე შეიძლება აიტანო კიდეც, რომ არა საყოველთაო ანტისანიტარია. ნაგავს ნახავთ ყველგან 🙁 ცენტრალურ პარკში გამიჭირდა ადგილის პოვნა სადაც საკვებისა და სასმელების ნარჩენები არ იქნებოდა მიმოფანტული. შორიდან ხედავ მომდევნო მცენარეს და ფიქრობ, რომ იქ ჩამოჯდები, მაგრამ მიუახლოვდები თუ არა აუცილებლად ნაგავს გადაეყრები და ასე თითქმის ყველა ხის ძირში.
ნარჩენები დამხვდა თითქოს ყველაზე არამასობრივ და მიუწვდომელ ადგილზეც, დიდველის საბაგიროს ქვედა სადგურის მახლობლად მეჩხერ ტყეშიც.
ზაფხულის ბაკურიანი – რისი ნახვა შეიძლება?
ბავშებისთვის გართობის ძირითადი საშუალება ცენტრალური პარკის მარტივი ატრაქციონები და სათამაშოებია. უფრო მოზრდილებისთვის კვადროციკლები, ცხენები და ტროსზე დაშვება.
იქვე შეგიძლიათ მოინახულოთ ვიწროლიანდაგის მატარებელი, ისტორიული “კუკუშკა”
კუკუშკით ბორჯომამდე მგზავრობა ულამაზესი სანახაობაა.
არანაკლებ შთამბეჭდავია და სასიამოვნო გასეირნება დიდველის სამეტაპიან საბაგირო გზაზე. ქვედა სასდგური და შესაბამისად ასვლა იწყება ზღვის დონიდან 1800 მეტრზე. პირველ მონაკვეთზე ასვლა ჩამოსვლის ღირებულება 5 ლარია.
ამ მონაკვეთზე ასვლა ხდება დახურული კაბინებით, შესაბამისად ხარისხიანი ფოტოების გადაღება რთულია. თუმცა კაბინის შავად შეფერილი ფანჯრები ხელს არ შეგიშლით ხედებით ტკბობაში.
პირველი ეტაპის ზედა სადგურში, რომელიც ზღვის დონიდან 2160 მეტრზე მდებარეობს მოწყობილია კაფე-ბარი, ისმის მუსიკა და ბევრი ამ ადგილს სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად და მთის რუჯის მისაღებად იყენებს.
აქვე არის მოწყობილი ,,მთის ციგა” – ტობოგანი, რომელიც 2016 წელს გაიხსნა და პირველია ამიერკავკასია
ში. ტრასის სიგრძე 960 მეტრია, საერთო სიგრძე სტარტზე დაბრუნებისას – 1360 მეტრი, ტრასის დახრილობა კი 28%-ია. მისწრებაა ექსტრიმის მოყვარულთათვის.
არანაკლები ექსტრიმია დიდველის საბაგირო გზის მეორე ეტაპი, რომლელზეც გადაადგილება ღია ტიპის გონდოლებით ხორციელდება. ამ ეტაპზე ასვლა-ჩამოსვლის ღირებულება 5 ლარს შეადგენს.
აქედან კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხედები იშლება, ტემპერატურა და ჰაერი კი წარმოუდგენლად განსხვავებული, ისეთი შტაბეჭდილება იქმნება, რომ საერთოდ სხვა განზომილებაში ხვდები.
ამ საბაგიროს ზედა სადგური ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს. საბაგიროზე მგზავრობის ამსახველი ვიდეო:
აქვე იწყება დიდველის საბაგიროს მესამე ეტაპი – ფუნიკულიორი. მისი ბილეთის ღირებულება 12 ლარს შეადგენს.
ფუნიკულიორის მეშვეობით შესაძლებლობა გეძლევათ ზღვის დონიდან 2702 მეტრზე ახვიდეთ და სამყაროს ზემოდან გადმოხედოთ.
აი ასე არის შესაძლებელი გაგრილება ბაკურიანში 🙂
რეკომენდაციები:
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 43 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებო სისტემას: Booking.com