თბილისის ზღვები და ტბები

ზაფხულის ცხელ დღეებში თბილისში ჩარჩენილებს შავ ზღვაზე წაუსვლელად შეუძლიათ დაისვენონ და გაირუჯონ ლისის ტბაზე.

ლისის ტბას საკმაოდ კომფორტული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა აქვს.

პლიაჟი დაფარულია სპეციალური ქვიშით და მოწყობილია “შეზლონგების” გაქირავების სერვისი.

აქვე არის ველოსიპედების გაქირავება და ღია კაფე თუ რესტორანი.

უფრო მეტი კაფე-ბარი და რესტორანია კუს ტბაზე.

კუს ტბა ბოლო წლებია ელიტური სეირნობის, დასხვენებისა და დროს ტარების ბუდედ იქცა. მის გარშემო დადიან, დარბიან, ველოსიპედებით დაჰქრიან, ბავშვებს ასეირნებენ… მოძრაობის წესებისადმი ქართველების დამკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ ადვილი წარმოსადგენი ხდება რას ემსგავსება საღამოობით ეს ტერიტორია.

ამას ემატება რესტორნებში ქეიფი ხმამაღალი მუსიკა, თუმცა დილიდან გარუჯვა მაინც შეიძლება.

ტბაზე გასეირნება თუ მოგინდებათ რამდენიმე ველოსიპედი და ნავი მოგემსახურებათ.

თუმცა მღვრიე წყალთან ერთად კუს ტბას ხიბლს უკარგავს უამრავი ხალხი, განსაკუთრებით კი ავტომობილების საცობები, როგორც ასასვლელში ასევე პარკირების ადგილზე.

შემდეგი თბილისის ზღვა.

იახტკლუბი, აკვაპარკი და სხვა გასართობი საშუალებები

Related posts

ფოტოგალერეა: გუდიაშვილის მოედანი

ფოტოგალერეა: ვერცხლის უბანი

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი