თბილისის მეტროს რუკა

თბილისის მეტროში 23 სადგურია, აქედან 16 განლაგებული გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 7 – საბურთალოს ხაზზე, ნახეთ მეტროს რუკა.

თბილისის მეტროს რუკა

ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ). დანარჩენი საბჭოთა მეტროს სისტემების მსგავსად სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწისქვეშ და დეკორაციით გამოირჩევა. ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება როგორც ძველი „ე“ ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ვაგონები, ასევე შედარებით ახალი ტიპი 81-717/714. ვაგონებს ემსახურება ორი დეპო, „ნაძალადევი“ და „გლდანი“.

ექსპლოატაციაში 186 ვაგონია და ორი დეპო. პლატფორმები ხუთ ვაგონს იტევს, თუმცა მხოლოდ 4-ვაგონიანი ეშელონები გამოიყენება გლდანი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზზე.

ერთჯერადი მგზავრობის საფასურია 1 ლარი მთელი მგზავრობის პერიოდისთვის (სტუდენტებისათვის მგზავრობის ღირებულება შეადგენს 20 თეთრს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის – 10 თეთრს, ხოლო სკოლის მოსწავლეთათვის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის მგზავრობა უფასოა).

2022 წლიდან ამოქმედდა სააბონენტო სისტემა, რომელიც მოიცავს როგორც 1 დღიან აბონიმენტს, ასევე 1 წლიანს, შესაბამისი ფასდაკლებით.

 

სტატიები, რომლებიც მოგზაურობისას გამოგადგებათ

 

რეკომენდაციები:

Related posts

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში 49 ევროდ

როგორ მივიღო კომპენსაცია ავიაკომპანიებისგან 2024 წელს