თელავის ცენტრის სილამაზე

ერეკლე მეორის ძეგლის ირგვლივ ყველაფერი გარემონტებულია. რეკონსტრუქცია 2012 წლის ზაფხულამდე დასრულდა.

რემონტმა არაფერი შეცვალა თელაველთა პოლიტიკურ განწყობაში და ბევრი შენობა გაურემონტებელი დარჩა. მაგალითად, საბჭოთა საქართველოს დროინდელი სასტუმრო.

რემონტის დაუსრულებლობის გამო დახურულია ბატონის ციხე (მუზეუმი).

კარიბჭიდან მხოლოდ ერეკლეს სასახლის გადაღება მოვახერხე.

ციხესიმაგრეს გარშემო შემოვუარე, მეორე მხარეს კარიბჭე ღია დამხვდა, თუმცა მხოლოდ მოუწესრიგებელი ეზოს სანახავად შიგნით აღარ შევედი.

ციხესიმაგრის ირგვლივ მოსახლეობის კერძო საკუთრების რეაბილიტაციის შედეგად ბევრი მათგანის ქონების კომერციული მნიშვნელობა გაიზარდა.

ბატონის ციხის შემოგარენი კი კარგად არის გარემონტებული, მაგრამ, როგორც ჩანს აქაურების ნაწილს რემონტი, ან მისი “პრარაბი”, დიდად არ ეპიტნავა და გულისჯავრი ლამპიონებზე იყარა.

ეს მხოლოდ ფრაგმენტია იმ ვანდალიზმისა, რაც ციხესიმაგრის გარშემო შევამჩნიე. არადა თელავის ცენტრში ბევრი გაკეთდა ქალაქის ძველი იერის დასაბრუნებლად.

საბჭოთა-სოციალისტური არქიტექტურის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის შედეგად თელავის ცენტრალური ქუჩა ევროპული პატარა ქალაქის ქუჩას დაემსგავსა.

საბჭოთა უსახური არქიტექტურის რამდენიმე ნიმუში თანამედროვე დიზაინის ელემენტებით შეიცვალა.

სამწუხაროა ასეთი სილამაზე პოლიტიკურ გემოვნებას ცვლილებას ექვემდებარებოდეს.

რეკომენდაციები:

  • მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
  • თუ ამ მხარეში დარჩენას აპირებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com