თიუნელი, თურქულად Tünel – სტამბოლის უძველესი მეტროს სისტემაა. მე უფრო მიწისქვეშა ფუნიკულიორს დავარქმევდი.
თიუნელი ფრანგმა ინჟინერმა ეჟენ ანრი გავანმა დააპროექტა და ინგლისელებთან ერთად ააშენა 1871—1875 წლებში.
თიუნელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი სისტემაა. ხაზების სიგრძე 573 მეტრია, რომელზეც მოძრაობს ორი ვაგონი. ისინი ერთმანეთს გვერდს უვლიან გვირაბის შუაში, ისე როგორც ფუნიკულიორის ვაგონები.
მოძრაობის ინტერვალი 3-5 წუთია. ყოველდღიურად თიუნელს 15 ათასი მგზავრი გადაჰყავს. წელიწადში ეს ორი ვაგონი 37 ათას კილომეტრს გადის.
გვირაბის ბოლოებში მოწყობილ სადგურებში, ვაგონებში ჩასხდომა იმევე წესით ხდება, როგორც თბილისის მეტროში.
ამ ტრანსპორტით პირველად 2007 წელს ვიმგზავრე, მაშინ გვირაბში ბაგირზე დამაგრებული ძველი ვაგონი მოძრაობდა. მეორედ 2008 წელს ჩავედი, უკვე რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა და ვაგონიც გამოცვლილი იყო.
ვაგონის ცვლილებასთან ერთად შეიცვალა ისტორიული სისტემაც. თუ ძველი ვაგონო ბაგირის მეშვეობით რელსებზე მოძრაობდა, ახალა რკინის ბორბლები რეზინამ შეცვალა, ხოლო რელსების გასწვრივ საბურავებისთვის სპეციალური გლუვი ბილიკები მოაწყვეს.
ცვლილებები თიუნელის არსებობის მანძილზე არაერთხელ განხორციელდა. 1910 წელს თიუნელის ელექტროფიცირება მოხდა, მანამდე ვაგონები იყენებდნენ ცხენების გაწევის ძალას.
1939 წელს განხორციელდა თიუნელის ნაციონალიზება და ქალაქის ჩქაროსნული ტრანსპორტის (IETT – İstanbul Elektrik Tramvay ve Tünel) ნაწილი გახდა. 1971 წელს თიუნელი გაარემონტეს და განაახლეს, მისი ძველი ხის ვაგონები კი ახლებით შეცვალეს.
ეს უნიკალური ისტორიული სატრანსპორტო საშუალება იმდენად საინტერესოა, რომ ბევრი ტურისტის ყურადღებას იქცევს. არა მარტო ტურისტების ყურადღბას იპყრობს.