თხილამურებით ბოჰემიის მთებში – ხარაჩოვი

ზამთრის არდარდეგების გატარებას უცხოეთში ვგეგმავდი, ბიუჯეტურ სათხილამურო კურორტებს ვეძებდი და ჩეხეთში ხარაჩოვი აღმოვაჩინე.

10 წლის წინ ჩემთვის პოლონეთზე და უნგრეთზე მახლობელი ჩეხეთი იყო, პირდაპირი ავიარეისებისა და პრაღასთან ახლო ნაცნობობის გამო. ვფიქრობ, ბოჰემიის მთებში დასვენება ახლა კიდევ უფრო აქტუალურია საქართველოს ზამთრის კურორტების გადატვირთულობისა და სიძვირის ფონზე.

სამთო-სათხილამურო კურორტი ხარაჩოვი

ხარაჩოვი მდებარეობს პრაღიდან 130 კილომეტრის მოშორებით, გერმანიისა და პოლონეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 650-1020 მეტრის სიმაღლეზე, სადაც სათხილამურო სეზონი იწყება დეკემბერში და აპრილის ბოლომდე გრძელდება.

მოთხილამურეების განკარგულებაშია 20-მდე სათხილამურო ტრასა. მათ შორის 10-მდე დამწყებთათვის, 3 საშუალო სირთულის და 1 რთული ტრასა. აგრეთვე, რამდენიმე ძირითადი ტრასა მთელი ღამის მანძილზე განათებულია და თავისუფლად შეიძლება რომანტიკულ გარემოში სრიალი 🙂

ხარაჩოვის ერთერთი ტრამპლინი თავისი სიდიდით მთელს მსოფლიოში მეექვსეა. აქ 1983, 1992 წლებში ჩატარდა საერთაშორისო შეჯიბრებები ტრამპლინიდან ხტომაში.

ხარაჩოვში არის თხილამურების, სნოუბორდებისა და სხვა აქსესუარების გაქირავების ცენტრები და თხილამურებით სრიალის შემსწავლელი სკოლები, როგორც უფროსებისთვის ასევე ბავშვებისთვის.

კურორტის ცენტრში მდებარეობს ბროლის ქარხანა ”ბოჰემიის კრისტალი”, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე მუშაობს. აქვეა ბროლის ნაკეთობათა მუზეუმიც.

მუზეუმები იქეთ იყოს და ეს მხარე ცნობილია ლუდის სპა აბაზანებითაც. ამბობენ, გაახალგაზრდავება იცისო 🙂

რა თქმა უნდა ლუდსახარშებიც არ აკლია აქაურობას.

ხარაჩოვში მოგემსახურებათ 40-ზე მეტი რესტორანი და ბარი, ღამის კლუბები და დისკოთეკები, საბილიარდოები, ბოულინგცენტრები და კინოთეატრები.

სათხილამურო სპორტის მოყვარულებს და თხილამურებით სრიალის შესწავლის მსურველებს, მთაში მოგზაურობისა და სუფთა ჰაერის მოყვარულებს ვიწვევთ ხარაჩოვში ბიუჯეტურ სასტუმროებში და აპარტამენტებში.

ვიდეო:

ხარჯები:

Wizz Air ქუთაისიდან პრაღაში დაფრინავს, რაც ავიაბილეთებთან დაკავშირებულ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს. მაგალითად 11 იანვარი – 20 იანვარი, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 71 ევროს (205 ლარი) შეადგენს. ეს და სხვა ვარიანტები შეგიძლიათ იხილოთ და დაჯავშნოთ აქ!

შენიშვნა: ავიაბილეთების ფასები იცვლება ყოველდღიურად, ამირომ იცვლება ტურის ღირებულებაც.

პრაღიდან ხარაჩოვამდე და უკან შეგიძიათ იმგზავროთ “ჩეხეთის რკინიგზით ან Flixbus ავტობუსით, ბილეთის ღირებულება ორი გზა 16-20 ევროა.

ახლა განთავსების საშუალებები. თავდაპირველად Airbnb-ის შესახებ, სადაც თქვენ შეძლებთ აპარტამენტების დაქირავებას.

იმის შესახებ თუ რა არის Airbnb აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში:

ხოლო, თუ ტრადიციული სასტუმროების მოყვარული ბრძანდებით საუკეთესო ვარიანტების შერჩევა შეგიძლიათ  booking.com-ზე.

სასტუმროს ნომრის დაქირავება შესაძლებელია 50 ევრო. (ერთ კაცზე 25 ევრო). 10 დღეზე სასტუმროს ფასი დაახლოებით 250 ევრო გამოდის. კვება და სხვა ხარჯები ინდივიდუალურია, საშუალოდ ერთი კერძი 8-10 ევროს ფარგლებში. თხილამურების და სხვა ატრიბუტიკის საფასური ცალკე ამბავია. ზოგს თავად აქვს, ზოგი კი ადგილზე დაქირავებას ამჯობინებს.

სულ 10 დღიანი გასეირნება ბოჰემიის მთებში – ხარაჩოვში – 550 ევრო.

დღეები რაოდენობის შემცირებასთან ერთად, მცირდება ტურის ღირებულებაც. მაგალითად 5 დღიანი ტური – 350 ევრო.

ხარაჩოვი არ არის ერთადერთი სამთო-სათხილამურო კურორტი ბოჰემიის მთებში. მის მეზობლად კიდევ უამრავი დასახლება და სასრიალო ტრასაა, აირჩიეთ რომელიც მოგეწონებათ 🙂

რეკომენდაციები

  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია:  AirHelp
  • იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ან ქუთაისიდან: kiwi.com
  • მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების იაფი ბილეთები ევროპაში: Omio
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი

Related posts

უფასო ტური სტამბოლში თურქეთის ავიახაზებისგან

სანტორინი იაფად – როგორ ვიმოგზაუროთ

ჭამა-სმის ტური – Food Tour-ი ათენში