ამ ფოტომ, კუნძულებმა “ილიას ტბაზე” დიდი მოწონება დაიმსახურა. ზოგიერთმა ეჭვიც კი შეიტანა იმაში, ეს ნამდვილად “ილიას ტბა” არის თუ არა.
დასასვენებელი კომპლექსი “ილიას ტბა” გაიხსნა 2011 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით. მაშინ ტბის გარშემო შეიქმნა დასვენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა: სანაპირო ზოლი, კაფე-რესტორანი, სათვალთვალო კოშკი, ამფითეატრი და ველობილიკი.
კაფეები ამჟამად დახურულია.
ტბის სანაპიროზე ეს ბულვარი დაახლოებით 1 კილომეტრია,
ხოლო ველობილიკი 3 კილომეტრზე მეტი.
მოწყობილია სპორტული მოედნები, მაგრამ ზოგიერთი მიტოვებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. გაძარცვულია ველობილიკის გარშემო დამონტაჟებული ნათურები.
მაგრამ, მაინც სასიამოვნოა ტბის გარშემო სეირნობა
დასასვენებელი კომპლექსი მდინარე დურუჯის ხეობაში გაკეთდა და “ილიას ტბად” წოდებული ეს წყალსაცავი, მდინარე დურუჯის წყლით ივსება.
ტბის პირას, მთის კალთაზე ციხესიმაგრის კოშკის მსგავსი შენობა მოსჩანს. ეს არის სასტუმრო “როიალ ბატონი”.
“როალ ბატონიდან” მშვენიერი ხედები იშლება.
კიდევ ერთი ხედი სასტუმროს ტერასიდან.
აქვეა ლოპოტას და ყვარლის ტბებიც, თუმცა დურუჯის ხეობაში შექმნილი ტბისგან განსხვავებით, ისინი კერძო საკუთრებაშია და შესაბამისად მათ სანაპიროზე მოსახვედრად საჭიროა გარკვეული საფასურის გადახდა. ილიას ტბაზე კი ნებისმიერ მსურველს დასვენება უფასოდ შეუძლია.