კაბადოკიური კერამიკა

კაბადოკიურ კერამიკასთან ნაცნობობა სასტუმროს ეზოდან დაიწყო, სადაც თიხის სხვადასხვა სახის ჭურჭელი გაზონზე იყო მიმოფანტული. 

სასტუმროს ფოიეში გამოფენილი 1000 წლოვანი ქვევრი კი ამ მხარეში კერამიკის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების დასტურია.

აქ თიხის ჭურჭელი აქტიურ გამოყენებაშია. კაბადოკიური ტრადიციული კერძი, Çömlek Kebabı (ქოთნის ქაბაბი) ძალიან ჰგავს ჩვენებურ ”ოსტრს”, ის თიხის ქოთანში მზადდება.

ქოთნის თავი ფოლგით ან ცომით ჰერმეტულად არის დახურული. იქედან კერძის გადმოსატანად ქოთანს შუაწელზე ამსხვრევენ და ნამსხვრევებს რესტორნის შესასვლელებში ყრიან.

დაუმსხვრეველი ჭურჭელიც ბევრგან შემხვდა. ეს ფოტო კლდეშინაკვეთი ერთ-ერთი სასტუმროს ტერასაზე გადავიღე. კედელზე გამოკვეთილ თაროზე ”ოსტრის” მოსამზადებელი ქოთნებია.  მათ გამოკვეთილი აქვთ ადგილი სადაც ჭურჭელი კერძის მომზადების შემდეგ უნდა გადატყდეს.

თიხის ჭურჭელს სასტუმრო სახლების ბანების მოსართავადაც კი იყენებენ.

თიხის ჭურჭლით გაფორმებული ტურისტული სანახაობა.

ადგილობრივი თიხამიწისგან უამრავ სუვენირს ამზადებენ.

კაბადოკიის ვულკანურ ლანდშაფტში მოპოვებული ბაზალტისა და გრანიტის ქვების დამუშავებით სასანთლეებს, კეცებს და სხვა სასუვენირო ნივთებს ამზადებენ.

ბაზალტის სასანთლე მოქმედებაში

სასუვენირე კერამიკა

ტურისტული კერამიკა

ეს და სხვა სილამაზე კაბადოკიის კერამიკულ საწარმოებში და სახელოსნოებში იქმნება. ერთ-ერთ ასეთ სახელოსნოს Chez Galip-ის მეც ვესტუმრე უცხოელების დიდ ჯგუფთან ერთად.

ეს კაცი სახელად Galip Körükçü მამა-პაპისეული სახელოსნოს ბატონ-პატრონია და კერამიკული საქმის დოქტორი, მომავალ თაობას კაბადოკიური კერამიკის საიდუმლოებებს აცნობს. მან ჩვენს თვალწინ ხუთიოდე წუთში დაამზადა ეს ქოთანი.

სახელოსნოს საგამოფენო დარბაზში ვნახე ჩვენებური თონე და ქვევრიც.

აი დოქი კი განსხვავებული აღმოჩნდა.

საგამოფენო დარბაზში უამრავი ხელნაკეთი შთამბეჭდავი ნამუშევარია.

კერამიკის სამყარო

 

Related posts

უფლისციხე

რამდენიმე კადრი ანანურიდან

სოფლის ცხოვრება პოლონურად – ნაწილი 2