კაბადოკიური ღვინო და მევენახეობა

კაბადოკიაში (კაპადოკიაში) ღვინის კულტია, მიუხედავად იმისა, რომ ღვინის სმის კულტურა თურქული ტრადიციებისგან შორს დგას.

ღვინო

ღვინის (შარაფის) მაღაზიებში ძირითადად თურქული წარმოების ღვინოებია, მაგრამ ადგილობრივი, კაბადოკიური ღვინის შეძენა არც ისე იოლი საქმე აღმოჩნდა. ვეძებდი იმ დასახელების ღვინოს, რომელიც უკვე დავაგემოვნე ადგილობრივ რესტორნებში.

ამ კაბადოკიელი ქალის ღვინის მაღაზიაში 20 ლირად (დაახლოებით 17 ლარი) შევიძინე წითელი ღვინო “უჩისარი”. მშრალი ღვინოა, ოდნავ წააგავს საფერავს. გაცილებით ნაკლებად მომეწონა “ტურასანის’ მარკის ღვინოები. მაგალითად ნახევრადმშრალი წითელი თავიდან კი ბროწეულის არომატს ქმნიდა, მაგრამ მოგვიანებით ჭაჭისა და წიპწების გემოს ტოვებდა.

კაბადოკიაში ამაყობენ ღვინისთვის განკუთვნილი თიხის ჭურჭელების ნაირსახეობით და განსაკუთრებით ისეთებით, რომლებიც ძალიან წააგავს ჩვენებურ “ქვევრს”

სასტუმრო “ლიკიას” ფოიეში მდგარ ამ “ქვევრს” აწერია, რომ ის 1000 მეტი წლის არის. ამავე სასტუმროს ეზო სავსეა სხვადასხვა ფორმის “ქვევრებით”.

საგულდაგულო ადგილი ეთმობა “ქვევრს” ხელნაკეთი კერამიკული პროდუქციის სახელოსნოს Chez Galip-ის სადემონსტრაციო დარბაზშიც.

ამ სახელოსნოს ოსტატები იკვეხნიან, რომ მათი მამა-პაპანიც ამ საქმით იყვნენ დაკავებული და ოდითგანვე ამზადებდნენ ღვინისთვის განკუთვნილ დიდი ზომის თიხის ჭურჭელს.

კაბადოკიაში ბევრგან შეხვდებით დოქის მსგავს ჭურჭელს.

ამ ჭურჭელს მხარზე წამოიცვამენ და ისე ასხამენ ღვინოს. ამბობენ, მასში ცირკულაციის დროს ღვინო განსაკუთრებულ თვისებებს იძენსო.

 

ახლა მევენახეობა

კაბადოკიური ვენახი ჩემთვის არატრადიციული ფორმის აღმოჩნდა და თავიდან გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ ეს მართლაც ვენახია. ბუჩქებად ჩარგული ვენახები, უდაბური ლანდშაფტის მიუხედავად თითქმის ყველგან არის.

ცოტა მოგვიანებით ვენახის ჩემთვის ცნობილი ფორმებიც აღმოვაჩინე.

ტალავერი სასტუმროს რესტორნის სახურავზე.

ტალავერი სახლის კედელზე.

Related posts

უფლისციხე

რამდენიმე კადრი ანანურიდან

სოფლის ცხოვრება პოლონურად – ნაწილი 2