კაბადოკია

კაბადოკიის ერთ-ერთი ქალაქი – გორემე 

უჩისარის, კაპადოკიის კიდევ ერთი დასახლების,  ვულკანური ლანდშაფტი.

თიხის მსგავსი მასალით შექმნილ გორაკებში ადგილობრივები საცხოვრებელ გამოქვაბულებს ოდითგანვე აკეთებდნენ.

ახლა მათი დიდი ნაწილი მიტოვებულია, ან ცხოველების სადგომად ან კიდევ ტურისტული დანიშნულებისთვის იყენებენ. ეს შენობა შერწყმულია ვულკანურ წარმონაქმნებთან. მისი ერთი ნაწილი ჩვეულენბრივი საცხოვრებელია, მეორე ნაწილი კი კაფე-რესტორანი.

ტურიზმის ზრდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას იწვევს.

კაპადოკიაში ოდითგანვე განვითარებული იყო მეღვინეობა. აქაური ღვინოებიდან ყველაზე ყველაზე იაფი 15 თურქული ლირია ღირს, რაც დაახლოებით 12 ლარია.

აქაურებს ღვინო ისე უყვართ, რომ ვენახის გახარება ამ ვულკანურ კლდეებზეც მოახერხეს.

მეღვინეობამ ღვინის ჭურჭლის განვითარება განაპირობა. კაპადოკიური “ქვევრი”

1000 წელზე მეტი ხნის თიხის ჭურჭელი – იუწყება კაპადოკიურ “ქვევრზე” დამაგრებული საინფორმაციო დაფა.

კლდეზე შეფენილი დასახლება უჩისარი

 

Related posts

უფლისციხე

რამდენიმე კადრი ანანურიდან

სოფლის ცხოვრება პოლონურად – ნაწილი 2