ახლადშექმნილმა “თანაინვესტირების ფონდმა” გეგმების გაცნობის მიზნით ჟურნალისტები კაჭრეთში, სასტუმრო “ამბასადორში” დაგვპატიჟა. ფონდის საქმიანობის დეტალებიც მაინტერესებდა და კაჭრეთის ნახვის სურვილიც…
გზისპირას მდგარ კახელს ვკითხე აქ რა არისთქო, ღვინის ქარხანაო, რა ჰქვია ამ ქარხანას მეთქი და ღვინის ქარხანაო 🙂 ეზოში შესვლა არც მიცდია, არც დრო მქონდა და უსახელობამაც დიდად არ მიმიზიდა. გეზი კაჭრეთის რკინიგზის სადგურისკენ მქონდა. გზადაგზა ქარხნის ეზოში ვიჭყიტებოდი, მაგრამ ნანგრევების მეტი საინტერესო ვერაფერი შევამჩნიე.
ამ გზაჯვარედინზე სამი ერთნაირი, სტილიზებული მოსაცდელია, კადრში მხოლოდ ორი ჩეტია 🙂
აქვე ერთ კახელ გლეხკაცს წამოვეწიე და რკინიგზის სადგურის გზა ვკითხე. მეც მაქეთ მოვდივარო და სანამ ჩვენი გზები გაიყრებოდა კაჭრეთის ამბები გამოვკითხე.
რკინიგზის გადაღმა პურის ქარხანას აზერბაიჯანლები ამუშავებენო, გადმოღმა ვენახებს ჩვენო – მითხრა კახელმა. ისიც გავიგე, რომ კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ მოსახლეობისთვის დარიგებულ ერთ ჰექტარზე ოდნავ მეტ ვენახში 6 – 8 ტონა საფერავი და რქაწითელი მოჰყავთ. შარშან კილოგრამი ერთ ლარად ჩაუბარებიათ, რაც ჩემი მეგზური გლეხის სიტყვებით, კარგი ფასია. ის თავის გზას გაუყვა მე კიდევ რკინიგზის სადგურისკენ წავედი.
ვფიქრობ, კახეთს სამოქალაქო რკინიგზა ძალიან მოუხდება, არა მარტო ვიზუალურად… ამიტომ საინტერესოდ მეჩვენება დღემდე შემორჩენილი ინფრასტრუქტურა, რომელმაც ფუნქცია ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაკარგა.
სადგურისკენ მიმავალი გზა.
ახლა ამ ინფრასტრუქტურას სატვირთო გადაზიდვებისთვის იყენებენ. რკინიგზის სადგური კი უფუნქციოდ არის მიტოვებული.
სადგურის კოლონები
სადგურის შესასვლელი
მოსაცდელი დარბაზი
განრიგი
ბაქანზე შემორჩენილი სკამი და მისი ერთგული მცველი.
უკან გზაზე რკინიგზის ხიდის ქვეშ შევძვერი, ხის და რკინის საინტერესო კონსტრუქციაა.
ამ ერთი შეხედვით მიტოვებულ სოფელში ერთ დიდ მოშიშვლებულ ველზე გაშენებულია სასტუმრო “ამბასადორის” კომპლექსი. თავიდან მიკვირდა აქ სასტუმრო რატომ ააშენესთქო, მაგრამ როდესაც კომპლექსს გავეცანი, მივხვდი, რომ კარგი მენეჯმენტის და მარკეტინგის შემთხვევაში “ამბასადორს” სტუმარი არ მოაკლდებოდა.
სასტუმროს შესასვლელიდანვე იწყება გოლფის მცირე მოედანი, რომელიც კახური ატრიბუტიკითაა გაფორმებული.
გოლფის მოედანი კომპლექსის განაპირას გრძელდება, სადაც მოწყობილია ხელოვნური ტბა.
აქედან სასტუმრო უფრო კახურად გამოიყურება 🙂
თითქმის დასრულებულია ამ უზარმაზარი საბანკეტო დარბაზის მშენებლობა. ასევე სრულდება დიდი აუზის მშენებლობა, თუმცა სასტუმროს ეზოში შედარებით მომცრო აუზი გამართულად ფუნქციონირებს.
სასტუმროს აქვს ჩოგბურთის ახალთახალი კორტები და მინიფეხბურთისა და კალათბურთის მოედანი. მათ შორის ბილიკი განსაკუთრებულად იზიდავს ფოტოების გადაღებისა და სეირნობის მოყვარულ სტუმრებს.
ამბასადორის ინტერიერი გადაწყვეტილია კლასიკურ სტილში.
აქვეა საბილიარდო და სპორტული ტრენაჟორებიც. მათ ქვევით, სარდაფში კი ყველაზე საინტერესო განყოფილებაა – მარანი.
საქეიფო კასრები 🙂
კრამიტის თაროებზე “მუკუზანი” ძველდება.
მარანში მოწყობილია მაკეტი, რომელიც ყურძნის დაწურვის ქართულ ტექნოლოგიას აღწერს.
სავარაუდოდ მუშა მდგომარეობაში უნდა იყოს არყის სახდელი მოწყობილობა
კასრებში გემრიელი ღვინო ინახება, დავაგემოვნე 🙂
მარნის განათება
და რა თქმა უნდა რესტორანი. ინტერიერიც კარგია და კერძებიც.
ამ იდილიას მხოლოდ გათავხედებული ბუზები არღვევენ 🙁 თუ ამ პრობლემას მოაგვარებენ საუკეთესო ადგილი იქნება თბილისთან ახლოს შაბათ-კვირას დასვენებისთვის, ღვინის ტურიზმისთვის, გოლფის მოყვარულებისთვის და კონფერენციების მომწყობთათვის.