როგორ მივიღოთ კომპენსაცია Lufthansa-ს გაფიცვის დროს

2 სექტემბერს, Lufthansa-ს პილოტები გაიფიცნენ, გაუქმდა 800-ზე მეტი ავიარეისი. მგზავრებს შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია 700 დოლარის ოდენობით.

ერთდღიანი გაფიცვის გამო გაუქმდა ავიაკომპანიის 800 საერთაშორისო და ადგილობრივი რეისი, რომლითაც 130 ათასამდე მგზავრს უნდა ესარგებლა.

ვისაც ავიარეისი გაუუქმდა შეუძლია მიიღოს 600 ევრომდე (700 აშშ დოლარი) კომპენსაცია.

კომპენსაცია მოითხოვეთ აქ: AirHelp

ან ისარგებლეთ QR კოდით

მფრინავების პროფკავშირი მოითხოვს, რომ ავიაკონცერნმა 5 ათას კაპიტანსა და პირველ პილოტს ხელფასი წელსვე გაუზარდოს 5.5%-ით და ავტომატურად მიაბას ინფლაციის მაჩვენებელს. Lufthansa-სთვის ეს მოთხოვნა მიუღებელია, რადგან მისი დაკმაყოფილება უახლოესი ორი წლის განმავლობაში ხარჯებს 40%-ით, დაახლოებით 900 მილიონი ევროთი გაუზრდის. ავიაკონცერნი აცხადებს, რომ პროფკავშირს სოციალურად დაბალანსებული, კარგი პაკეტი შესთავაზა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, ივლისის ბოლოს გაფიცული იყო გერმანული ავიაკონცერნის სახმელეთო პერსონალიც.

რეკომენდაციები:

  • მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
  • ეწვიეთ იაფი სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებო სისტემას: hotelscombined.com
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • 10 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს