კრაკოვის რკინიგზის სადგური

კრაკოვის რკინიგზის სადგური უბრალო, სუფთა და მოწესრიგებული ვაგზალია.

იგივე სადგური ასე გამოიყურებოდა 2 წლის წინ.

სადგურის ოფიციალური დასახელებაა “კრაკოვ გლოვნი”.

აქ ბევრ მაჩვენებელს გაკეთებული აქვს ზღარბები, როგორც მე ვხვდები, იმისთვის, რომ ფრინველებმა ვერ შეძლონ ჩამოჯდომა და მგზავრებისა და ბაქნების დასვრა.

აეროპორტში მატარებელი ყოველ 30 წუთში დადის

მატარებლების შემადგენლობა არის როგორც ახალი ასევე ძველი

ასეთი ვაგზლითა და მატარებლებით ყველა სიამოვნებით სარგებლობს

თავად ვაგზალი განთავსებულია მომცრო ძველ ისტორიულ შენობაში, ქალაქის ცენტრში. ისიც გარემონტებულია, ისევე როგორც ყველა ბაქანი.

ვაგზლის შესასვლელში და დარბაზშიც უხვად არის სერვისის ამსახველი ნიშნები.

მოსაცდელი დარბაზიც მომცრო და მოწესრიგებული, საინფორმაციო დაფა მატარებლების განრიგს აჩვენებს, ასევე დიქტორი აცხადებს მატარებლების შემოსვლისა და გასვლის დეტალებს. მოსაცდელ დარბაზში სკამები ისევ ძველია და საშინელი.

სალაროები

აქვე ვიტყვი, რომ ლიანდაგები არ ბრწყინავს, ყოველ შემთხვევაში იქ სადაც მე ვიმგზავრე.

რუკაზე:

Related posts

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში 49 ევროდ

როგორ მივიღო კომპენსაცია ავიაკომპანიებისგან 2024 წელს