ლეღვთახევი

ლეღვთახევი მხოლოდ ისტორიკოსებს თუ ახსოვდათ. თბილისის მთავრობამ ხევის აღდგენა-რეკონსტრუქცია 1 წლის წინ (2011 წ.) დაიწყო და ახლა თითქმის ყველა სამუშაო დამთავრებულია.

ლეღვთახევი იმ ადგილიდან იწყება სადაც ადრე თბილისის სიმბოლოს, ხოხობის სკულპტურა იდგა და მთელი სივრცე საავტომობილო გზად და სადგომად იყო ქცეული. ახლა მიწისქვეშ მოქცეულ ხეობას სახურავი მოხსნეს, გაამაგრეს, შეაკეთეს, ხიდები და ტროტუარები დაუმატეს და თბილისის ამ ისტორიულ ადგილს ძველი ხიბლიც დაუბრუნდა.

აქ ხეობაში მოჩხრიალე პატარა მდინარე, წავკისისწყალი ბეტონის კოლექტორში იყო მოქცეული. ახლა მდინარეც გათავისუფლდა და ხეობა სასიამოვნო სასეირნო ადგილად იქცა ტურისტებისთვის და რიგითი თბილისელებისთვის.

უნიკალური ლანდშაფტის წყალობით აქ განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმია და ერთნაირად კარგია როგორც ზაფხულში ასევე ზამთავრში. ხეობის გასწვრივ ბევრი ძველი ნაგებობის ნაშთი მოჩანს.

რეკონსტრუირებულ ხეობაში მოჩხრიალე წავკისისწყალს რამდენიმე ადგილზე უერთდება გოგირდოვანი წყლები. მისი სუნი ყველგან იგრძნობა და გარშემო გოგირდის თეთრი ფერიც შესამჩნევია, თუმცა წყლის ტემპერატურის შესამოწმებლად ხელები მაინც დავისველე. საკმაოდ თბილი აღმოჩნდა.

აქვე ვიპოვე ძველი თიხის მილების ნაშთი.

წავკისისწყალი აქ ბოტანიკური ბაღიდან ჩანჩქერით ჩამოედინება.

ჩანჩქერითა და მაღალი კლდებით შექმნილი კლიმატი საუკეთესო ადგილია ზაფხულობით დასვენებისთვის.

ხეობას ცათამბჯენებივით გადმოჰყურებს აღდგენილი ძველთბილისური აივნებიანი სახლები.

ბოტანიკური ბაღის შესასვლელიდან გადმოსახედი მოედანი მოაწყვეს.

ეს ადგილი ასე გამოიყურებოდა რეკონსტრუქციამდე 2011 წლამდე.

ახლა კი ასე გამოიყურება

ხეობაში გასეირნების შემდეგ ისევ აბანოთუბანში ცისფერ აბანოსთან ვბრუნდებით.

ცისფერი აბანოს წინ

ლეღვთახევი საუკუნის წინ

ფოტოგალერეა

Related posts

ფოტოგალერეა: გუდიაშვილის მოედანი

ფოტოგალერეა: ვერცხლის უბანი

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

1 კომენტარი

ძველი თბილისის რეკონსტრუქციის შეფასება | მე მოგზაური - კახას ბლოგი 28 აპრილი, 2014 - 12:18
[…] ლადო ვარდოსანიძე თბილისში, ლეღვტახევისა და აღმაშენებლის გამზირის […]

Comments are closed.

Add Comment