ლიკანი – 2005

რუსეთის იმპერიის სამეფო ოჯახის, რომანოვების სასახლე, რომელიც ლიკანის მშვენებაა, 1892-95 წლებში არქიტექტორმა ლეონტინ ნიკოლაევიჩ ბენუამ ააშენა.

ეს ფოტოები ლიკანის სამთავრობო აგარაკზე 2005 წლის გაზაფხულზე გადავიღე.

სასახლე 1 საუკუნის წინ. ფერადი ფოტო გადაიღო ცნობილმა ფოტოგრაფმა სერგეი პროკუდინ-გორსკიმ.

სასახლე მდინარე მტკვართან ახლოს, ულამაზესი ხევის პირას მდებარეობს.

სასახლის აივნებიდან ასეთი ხედი იშლება.

პარკში, საბჭოთა-კომუნისტური არქიტექტურის მქონე კონსტრუქციაშია მოქცეული ბორჯომის მინერალური წყლის ბუნებრივი წყარო.

ფოტო უხარისხო გამოვიდა, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის მაინც გამოდგება.

აქ დასვენება არა მარტო რომანოვებს უყვარდათ, ლიკანი საბჭოთა ლიდერების სასურველი კურორტიც იყო, ამიტომ რომანოვების საკუთრება სამთავრობო აგარაკად გამოაცხადეს.

Related posts

უფლისციხე

ბორჯომის საბაგირო გზა

რამდენიმე კადრი ანანურიდან