ლოპოტას ტბა და სასტუმრო

ლოპოტას ტბაზე და იქ განთავსებულ სასტუმრო კომპლექს “ლოპოტა რეზორტში” ერთ-ერთი სემინარის ფარგლებში ვიმყოფებოდი. ეს მშვენიერი ადგილი თელავის ცენტრიდან 23 კილომეტრში მდებარეობს ნაფარეულის მიმართულებით.

ნაფარეულამდე რამდენიმე კილომეტრით ადრე მარჯვნივ ვიწრო გზა მიდის, რომელსაც ამ შლაგბაუმამდე მივყავართ.

დაცვის მიერ სტუმრების ჯავშანის შემოწმების შემდეგ ამ 20%-იან აღმართს გადალახავთ და ლოპოტას ტბას მიადგებით.

აღმართის დასრულების შემდეგ ტბის პირას გაშენებული სასტუმრო კომპლექსი იწყება.

ტბის გარშემო გადაადგილება და კომპლექსის შენობებთან მისვლა შესაძლებელია  ელექტრო და ველო ტრანსპორტით.

სასტუმროს ელექტრობუსი სტუმრების გადასაყვანად, განსაკუთერბით მოსახერხებელია ცივ და წვიმიან ამინდში.

ტბის გარშემო მოწყობილია ადგილები, სადაც შეიძლება ჩამოჯდე, საქმიანი საუბარი წამოიწყო, ყავა დალიო, ან მეგობრებთან ერთად გაერთო.

აქ განსაკუთრებით უყვართ ღამის თევა კოცონის გარშემო. აქვე არის ბარი და სასმელები, რაც დროს და ამინდს შეუმჩნევლად აქცევს.

სასტუმროს შენობები განთავსებულია ძირითადად ტბის ერთ სანაპიროზე.

შენობები მწვანეშია ჩაფლული და გაზაფხულის პირასაც კი ირგვლივ სასიამოვნო ფერებია.

კორპუსები დაახლოებით ერთ სტილშია გადაწყვეტილი.

შენობებს გარს აკრავს უხეში ხის მასალით გაკეთებული ფართე აივნები, რომლებზეც ყველა ნომრიდან არის გასასვლელი.

მაგრამ, სამწუხაროდ შენობის შიგნით ხის მასალას პლასტიკატი ცვლის (ყოველ შემთხვევაში იმ ნომერში ასე იყო, რომელშიც მე ვცხოვრობდი).

სასტუმრო ნომერის ფართობი საკმაოდ დიდია ხოლო ავეჯი უბრალო, მაგრამ ფუნქციური.

ყველაზე მეტად წყლის მადუღარას არსებობა მომეწონა. ჩაის ან ყავის მოყვარულთათვის ნამდვილი შვებაა.

ეს კიდევ ნომრის საკმაოდ დიდი აივანი.

სასტუმრო კომპლექსის ეზოში, ტბის პირას, გედები და იხვები ბინადრობენ.

“ლოპოტა რეზორტის” რესტორანი. აქვე მარჯვნივ არის საკმაოდ მოზრდილი საკონფერენციო დარბაზი, რის გამოც კომპლექსი სეზონის შემდეგაც ინარჩუნებს დატვირთვას.

რესტორნის აივნიდან სასიამოვნო ხედი იშლება.

აუზი

შეზლონგები აუზის პირას

ტბისპირა ხედები:

ტბის ხედების გარდა ლოპოტაზე გართობისა და დასვენების ბევრი სხვა საშუალებაცაა, მათ შორის ტენისის კორტები.

მინი გოლფის მოედანი

გართობისა და დასვენებისთვის ბილიარდი და ბარი

ან უბრალოდ სასეირნო ადგილები.

ლოპოტას სასტუმრო კომპლექსის მიმართ მზარდი მოთხოვნა, მის მფლობელებს გაფართოვებისკენ უბიძგებს. ახალი კორპუსის მშენებლობის გარდა მიმდინარეობს ტბისპირა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

მომსახურე პერსონალმა მითხრა, რომ მალე შატოსაც ააშენებენ.

ლოპოტას ტბა, კავკასიონის ქედის ქვედა ნაწილში წვიმისა და თოვლის დნობის შედეგად მთებს შორის დაგროვებული წყალია. ის ახლოს არის მდინარე ლოპოტას ხეობასთან, თუმცა მასთან ბუნებრივი კავშირი არ გააჩნია. ტბაში წყლის დონის რეგულირება რამდენიმე მილსადენის მეშვეობით ხორციელდება.

რუკა

Related posts

უფლისციხე

რამდენიმე კადრი ანანურიდან

სოფლის ცხოვრება პოლონურად – ნაწილი 2