რამდენიმე წლის წინ თბილისის რეაბილიტაციის აქტიური ფაზის დროს, გორგასლის მოედნის ქვეშ, მიწისქვეშა გადასასვლელი გააკეთეს. არადა თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა იქაც კი არ არის მოდაში სადაც გადატვირთული მოძრაობაა. შესაბამისად გორგასლის მოედნის მიწისქვეშა უფუნქციოდ დარჩა და მალე ჩაიკეტა. ორი კვირის წინ აქედან ანტისანიტარიის საშინელი სუნი ამოდიოდა.
ორი დღეა მიწისქვეშა გადასასველი “მეიდან ბაზრად” (კომპანიის აბრევიატურა ასეთია, წესით ეს ორი სიტყვა ერთად უნდა იყოს – მეიდანბაზარი) გამოცხადდა და იქ ძირითადად ტურისტული პროდუქციისთ ვაჭრობა დაიწყო.
მეიდანბაზარში ჩასვლისთანავე თვალში გეცემათ ღვინის სტენდების მრავალფეროვნება.
ჩურჩხელები 2-3 ლარად. აქვე შეიძლება ჭაჭის არყის დაგემოვნებაც.
ღვინის შეძენის მსურველებს კონსულტაციას უწევს აქაური პერსონალი.
ღვინის გვერდით იყიდება ღვინის მისართმევად საჭირო ტრადიციული საშუალებები.
ყანწები და დოქები.
გვირაბის სიღრმეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო სტენდიც არის, სადაც რუკებს და სხვა საინფორმაციო მასალებს უფასოდ არიგებენ.
აქვე უნდა შეიძლებოდეს ჩამოჯდომა და ღვინის, ჩურჩხელის ან ჭაჭის დაგემოვნება… ქართული ჩაიც არ აწყენდა ამ გარემოს, მაგრამ ვერსად ვიპოვე.
გვირაბის სიღრმეში საიუველირო ნაწარმიცაა და სხვა ტურისტული სუვენირები.
ფასებიც “ტურისტულია”, ანუ მაღალი, არარეალური.
ბუბა კიკაბიძეს მიმინოს ღიმილი რომ დაეპატენტებია ტურისტული პროდუქციის მწარმოებლებისგან მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებდა 🙂
გვირაბის მეორე ბოლო, შარდენის ქუჩაზე ამოსასვლელი, უფრო საგამოფენო დარბაზსს წააგავს.