”თბილისის ტრამვაის” ხალხი თბილისის მეტროს გლდანის დეპოში ვიმყოფებოდით ანტიკვარული ვაგონის დასათვალიერებლად. ეს ვაგონი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიიდან წამოიღო გამარჯვებულმა საბჭოთა კავშირმა სხვა სიმდიდრესთან ერთად.
В-4 სერიის გერმანული ვაგონი 1927 წლით თარიღდება. ის თბილისის მეტროში 1969 წლიდან მუშაობს ლიანდაგმზომად.
ფასდაუდებელი ექპონატია, ასეთი სულ ორია მსოფლიოში.
ვაგონის ნომერია 163
კორპუსზე გამოსახულია ვაგონის დანიშნულების ამსახველი რუსული სახელწოდება – путеизмеритель
ამ ვაგონს თვეში ერთხელ, ან ორჯერ ძველ შემადგენლობას ჩააბამენ და თბილისის მეტროს ლიანდაგებს მოატარებენ. აქ დამონტაჟებული აპარატურა ლიანდაგების ”კარდიოგრამას” გადაიღებს და რელსებს მიღებული დიაგნოზის შესაბამისად უმკურნალებენ.
რელსების მდგომარეობის შემოწმება ამ ე.წ. თეფშების მეშვეობით ხდება.
ვაგონების ჩასაბმელი ეს ძველი მოწყობილობა გამოუსადეგარია ახალ ვაგონებთან შესაერთებლად, ამიტომ რელსებმზომის გადასაადგილებლად ასევე ძველ Ема 502 მარკის საბჭოთა შემადგენლობას იყენებენ.
დეპოს შესახებ შემდეგ პოსტში გიამბობთ.
1 კომენტარი
[…] თუმცა ჯერ კიდევ არის ძველი ვაგონებიც, რომლებიც ზომებით და ვიზუალური იერით ძალიან წააგავს თბილისის მეტროს დეპოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოტანილ “ლიანდაგმზომ” ვაგონს. […]
Comments are closed.