მოგზაურობა კაპიკებად

წლებია იაფი მოგზაურობის საიდუმლოს ვეზიარე, მაგრამ არასდროს ყოფილა მოგზაურობა ისე იაფი როგორც ახლა. ამის მიზეზი კი არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის ქალაქებში გადაფრენა ხშირ შემთხვევაში იგივე ჯდება რაც თბილისიდან ბათუმში ავტომობილით ჩასვლა. მტკიცებულებად ეს სკრინშოტი გამოდგება.

ქუთაისიდან კატოვიცეში (პოლონეთი) გადაფრენა 40 ევრო ღირს, ხოლო უკან დაბრუნება 30 ევრო. თუ ავიაკომპანიის კლუბშიც გაწევრიანდებით, რაც 30 ევრო ღირს, უფრო იაფად ფრენასაც შეძლებთ. ამ სურათზე ჩანს, რომ კლუბის წევრი კატოვიცეში 30 ევროდ ჩაფრინდება, ხოლო უკან 20 ევროდ დაბრუნდება. საერთო ჯამში მგზავრობა სულ რაღაც 50 ევრო დაჯდება. მეც სწორედ ეს ბილეთი შევიძინე და კატოვიცეს გავლით კრაკოვში, პოლონეთის სამეფო დედაქალაქში ჩასვლა გადავწყვიტე. კატოვიცეს აეროპორტიდან კრაკოვამდე 10-12 ევროიანი მიკროავტობუსით 1:30 საათის გზაა.

“ვიზეირის” შესახებ ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავ პასუხს მიიღებთ ფეისბუკის გვერდზე – მოგზაურთა კლუბი Wizz air Georgia

მცირებიუჯეტიანი მოგზაურობის მოსაწყობად იაფფასიანი სასტუმროს შერჩევაც დაგჭირდებათ. ეძებეთ არა ბუკინგკომზე, ან სხვა რაიმე მსგავს საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ hotelscombined.com-ზე.

თუ უცხოეთში დაბინავების კიდევ უფრო იაფი ვარიანტი გინდათ, მაშინ აპარტამენტები გადაათვალიერეთ. ესაა ჩვეულებრივი ბინა, ან ოთახი ბინაში, რომელსაც თან ახლავს სასტუმროსათვის დამახასიათებელი მომსახურება. მე სწორედ ასეთი ავირჩიე საიტზე airbnb.com – თუ ამ ბმულიდან დაჯავშნით ბინას თქვენ მიიღებთ 25 დოლარის კრედიტს Airbnb-ზე.

მე ამ საიტის მეშვეობით ორადგილიან აპარტამენტში, რომელიც კრაკოვის ცენტრში მდებარეობს, დღეში 35 დოლარი გადავიხადე.

სამოგზაურო დაზღვევის (15 ლარი), სავიზო მოსაკრებელი (35 ევრო) და თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მგზავრობა (20 ლარი) ეს ის დამატებითი ხარჯებია, რაც დაბალბიუჯეტიან მოგზაურობას დიდად ვერ დაამძიმებს.

კრაკოვში კვების ხარჯები, თუ სუპერმარკეტით ისარგებლებთ, უფრო დაბალიცაა ვიდრე თბილისში. კერძის მომზადებას კი აპარტამენტის სამზარეულოში შეძლებთ.

კრაკოვი კი ულამაზესია და სანახავიც ბევრია. მათ შესახებ შემდეგ პოსტებში…

Related posts

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში 49 ევროდ