მოცეკვავე სახლი

მოცეკვავე სახლი (Tančící dům – ტანჩიცი დუმი) ან “ფრედი და ჯინჯერი” ამ ფოტოზე გამოსახული შენობის მეტსახელია.

იგი 1997 წელს ააგეს, პრაღის ცენტრში მდინარე ვლტავას სანაპიროზე, ჩეხი სცენარისტის, დისიდენტისა და ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის სახლის გვერდით. არქიტექტორია ხორვატიაში დაბადებული ჩეხი არქიტექტორი ვლადო მილუნიჩი, მას ამ პროექტზე მუშაობისას ამერიკელი არქიტექტორი ფრენკ გერისი ეხმარებოდა. ავანგარდული არქიტექტურისადმი ვაცლავ ჰაველის სიმპატიამ განაპირობა ამ კონტროვერსიული დიზაინის შენობის პროექტის დამტკიცება და აგება.

მეტსახელი “ფრედი და ჯინჯერი” მომდინარეობს ფრედ ასტერისა და ჯინჯერ როჯერსის დუეტიდან, ვინაიდან შენობა მოცეკვავე წყვილს ჰგავს. იგი საკმაოდ გამოირჩევა გვერდით მდგომი ნეო-ბაროკოს, ნეო-გოთიკისა და არტ-ნუვოს სტილის შენობებისგან, რომლითაც განთქმულია პრაღა, თუმცა ”მოცეკვავე სახლი” ძველ არქიტექტურასთან კონფლიქტში არ მოდის. შენობის სახურავზე ცნობილი ფრანგული რესტორანია.

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

პრაღა – კარლის ანუ კარლოსის ხიდი

პრაღის ტრანსპორტი: მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი