ბრენდების მოყვარულებს ხშირად უკვირთ ხოლმე, როდესაც ვეუბნები, რომ მათი საყვარელი ესა თუ ის ბრენდი, მაგალითად “ზარა” ან “კოტონი” საქართველოში, კერძოდ კი ხელვაჩაურშიც იკერება და იქვე საკმაოდ იაფადაც იყიდება.
ხელვაჩაურში თურქული ინვესტიციით ამუშავებული თანამედროვე სტანდარტების ფაბრიკა მსოფლიო ბრენდების დაკვეთებზე მუშაობს. ტანსაცმლის მწარმოებელი ცნობილი კომპანიები მათ მიერ შექმნილი ახალი მოდელების მასობრივი გამოშვებისთვის ისეთ ფაბრიკებს ეძებენ, რომლებიც სტანდარტებსაც აკმაყოფილებენ და იქ ტანსაცმლის შეკერვა სხვადასხვა ფაქტორის გამო იაფი დაჯდება.
სწორედ ამიტომ იკერება აჭარაში Tommy Hilfiger, Zara, Marks & Spencer, Cotton, Puma, Mexx, Next, George, Miss etam, Lotto, Per Una, Autograph, Lebek, Hawes & Curtis, Primark… ამ ბრენდების პროდუქცია ხელვაჩაურის ფაბრიკის წინ, გზისპირას გახსნილ სავაჭრო ცენტრში იყიდება.
ფასები ხშირ შემთხვევაში ბაზრობაზე გამოტანილი პროდუქციის ღირებულებაზე ნაკლებია, ხარისხი კი ევროპული. მაგალითად მამაკაცის შარვლები.
ქალების ტანისამოსიც ძალიან იაფია, მაგალითად ეს მაისურები 10-15 ლარი.
ტანისამოსის გარდა ამ სავაჭრო ცენტრში უამრავი პროდუქციაა, მათ შორის “თეთრეული”
იხ რუკა: გუგლის რუკა