მწვანე კონცხი

მწვანე კონცხზე ულამაზეს სიმწვანესთან ერთად ბევრ სხვა რამესაც აღმოაჩენთ. მაგალითად, მიტოვებულ დაჟანგულ და ბუნებასთან შერწყმულ საბაგირო გზას.

ინტერნეტში მოიპოვება ამ საბაგიროს დაახლოებით 1980-იან წლებში გადაღებული ფოტო.

საბაგირო მწვანე კონცხის სარკინიგზო სადგურს, ბოტანიკური ბაღს ზედა ნაწილთან აკავშირებდა და ტურისტებს ბაღში ასვლას უადვილებდა. ის თითოეულ მათგანს ულამაზეს ბუნებაში ფრინველივით გადაადგილების შეგრძნებას ანიჭებდა.

ამას დაუმატეთ რკინიგზის თავზე გადაფრენით გამოწვეული ექსტრიმიც.

დარწმუნებული ვარ საბაგიროს სიმაღლიდან ბათუმის უმშვენიერესი ხედებიც გადაიშლებოდა, იმაზე უკეთესი, ვიდრე რკინიგზის ბაქნიდან მოჩანს.

თუ რკინიგზაზე გადახვალთ ბოტანიკური ბაღის შესასვლელს ან პლიაჟს მიადგებით. ჯერ პლიაჟზე გავიარ-გამოვიაროთ.

პლიაჟი მყუდრო, მშვიდი და ზღვა – სუფთა და თბილი. ამ ზღვაში შეჭრილი ნაგებობის დანიშნულება ზუსტად ვერ ამოვიცანი. ნაპირსამაგრი მგონია, მაგრამ ძალიან მაღალი ჩანს. მეორეც ნაპირიდან დაახლოებით 20 მეტრში ძველი კედლის ნარჩენებია, რაც მაეჭვებს, რომ რაღაც გემის მისადგომი უნდა იყოს.

თუ ვინმემ ზუსტად იცის ნაგებობის დანიშნულება კომენტარებში მომწერეთ. ახლა კი მას ძირითადად მეთევზეები და ზღვაში სიმაღლიდან ხტომის მოყვარულები იყენებენ.

მაგრამ მოულოდნელად, სულ სხვამ სცადა გაფრენა 🙂

გადახტომის გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი.

პლიაჟის ძველი ინფრასტრუქტურა მიტოვებულია.

ახალი კი ასეთია

რუსული, მოძველებული და გულისამრევი მუსიკის მიუხედავად, რომელიც ახლომახლო კვების ობიექტებიდან ისმის აქ დასვენება გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ბათუმში, ქობულეთში ან კიდევ სარფში.

Related posts

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ექსკლუზიური პლიაჟი

დღევანდელი ნუდისტური პლიაჟი