ოლესკის სასახლე და ციხესიმაგრე

ლვოვიდან 1 საათის სავალზე მდებარეობს ოლესკის ციხესიმაგრე, XIV—XVII საუკუნეების ისტორიული ძეგლი, საინტერესოა მასში დაცული კულტურული საგანძურით.

ლვოვი თავად სასახლე და დედოფალია 🙂 სასახლეები არც მის შემოგარენს აკლია. ბოლო საუკუნეებში დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ავსტრო-უნგრეთისა და პოლონეთის გავლენამ მრავალი ისეთი კულტურული კერა გააჩინა, რომელიც ამ მხარეს განსაკუთრებულ ინტერესსა და სილამაზეს მატებს. სასახლეები და ციხესიმაგრეების ნაწილში მუზეუმები და გალერეებია მოწყობილი, ნაწილი კი უპატრონობით ინგრევა. მათ შესახებ შემდეგ პოსტებში.

ოლესკის ციხესიმაგრე

ქვედა ფოტოზე ციხესიმაგრე, რომელიც  XIV—XVII საუკუნეებს განეკუთვნება, მოჩანს მარჯვენა მხარეს. მარცხნივ კი XVII საუკუნეებს სამონასტრო კომპლექსია (Колишній монастир капуцинів).

ვიკიპედიის ფოტო

ამ ადგილზე ლვოვში “ბაზრის მოედანზე” შეძენილი ექსკურსიის მეშვეობით აღმოვჩნდი. ერთ დიდი ავტობუსში მოთავსებული უკრაინულენოვანი ექსკურსიის საფასური 75 ჰრივნია (7 ლარი) იყო. საფასურში შედის ტრანსპორტირება, 3 ციხესიმაგრის ბილეთი და უკრაინულენოვანი გიდის მონათხრობი. არც უკრაინული მესმის და დიდ ჯგუფთან ერთად მოგზაურობაც არ მხიბლავს, მაგრამ ამ ადგილების ასე იაფად და მარტივად მონახულების სხვა გზა არ არსებობს.

იმის შესახებ თუ როგორ მოვხვდი ლვოვში, როგორ აპარტამენტში ვცხოვრობდი და რატომ მაინცდამაინც ლვოვი, აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში:

ოლესკის ციხესიმაგრის შესასვლელთან დილის 10-ის ნახევარზე მიგვიყვანეს და რადგან კომპლექსის გახსნამდე 30 წუთი რჩებოდა არემარე შევათვალიერე. მონასტრის კარიბჭე დახურული დაგხვდა, მაგრამ ღია იყო, ან უკვე მუშაობას იწყებდნენ ადგილობრივი პროდუქციის ჯიხურები.

სწორედ აქ შევიძინე მეფუტკრეობის გამორჩეული პროდუქტი დინდგელი. საქართველოში 100 გრამი 20 ლარზე მეტი ღირს, მაშინ როდსაც ოლესკის დასახლებაში 10-ჯერ იაფად, 2 ლარად შევიძინე.

ამასობაში ციხესიმაგრის ეზოს ჭიშკარი გაიღო და გორაზე შემომდგარი სასახლეც გამონდა. მცირე აღმართის შემდეგ მივადექით კარიბჭეს.

ამ კარიბჭის შიგნით, დიდი ლოდებით მოპირკეთებულ ეზოში კვლავაც შუასაუკუნეების სული ტრიალებს.

სასახლის დარბაზები სავსეა ხელოვნების ნიმუშებით, ხატებითა და ცნობილი მხატვრების სურათებით.

ნახატები და ხატები იმ რაოდენობით იყო, რომ მათ ფოტოებს ეს პოსტი ვერ დაიტევს, ამიტომ რამდენიმე მათგანი თვალსაჩინოებისთვის.

 

მცირე ისტორია

ოლეისკის ციხესიმაგრის მშენებლობის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს. მის შესახებ პირველი ცნობები 1390 წლით თარიღდება. ვარაუდების მიხედვით, ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო თათარ-მონღოლთა შემოსევის გამო. ოლეისკის თავდაცვითი ნაგებობა საუკუნეების მანძილზე მედგარ წინააღმდეგობას უწევდა თათარ-მონღოლთა თარეშს.

ციხესიმაგრეს საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა მესაკუთრე ჰყავდა. ოლესკის ციხესიმაგრეში დაიბადა და მას ფლობდა პოლონეთის მეფე იან სობესკი.

ბოლოს, 1882 წელს ავსტრო-უნგრეთის სამეფომ თითქმის დანგრეული ციხესიმაგრე კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა, მისი ნაწილი აღადგინა და იქ ქალთა სასოფლო-სამეურნეო სკოლა გახსნა. მან 1939 წლამდე იარსება და ჰიტლერის მიერ პოლონეთის ოკუპაციის დაწყებისას დაიხურა.

აქ 1940 წლამდე ფუნქციონირებდა პოლონელი სამხედრო ტყვეების ბანაკი. ომის შემდგომ წლებში ნაცისტები ციხესიმაგრის შენობებს საწყობად იყენებდნენ.

1965 წელს ოლესკის სასახლის აღდგენა დაიწყეს ლვოვის სურათების გალერიის თანამშრომლებმა და 1975 წელს ციხესიმაგრეში გალერიის ფილიალი გაიხსნა.

ახლა, ოლეისკის ციხესიმაგრე და მისის სასახლე ექსკურსიებისა და ახალდაქორწინებულთა ფოტოსესიების სასურველი ადგილია.

თუ ოლესკის ციხესიმაგრის მონახულებას და ლვოვში მოგზაურობას გადაწყვეტთ აუცილებლად დაგჭირდებათ იაფი საცხოვრებელი. თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 38 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

Related posts

ლვოვი – ქალაქი ყავა და შოკოლადი

აპარტამენტები ლვოვში

როგორ მოვხვდი ლვოვში