პირველი მედიათეკა

ვაკის პარკში პირველი მედიათეკა გაიხსნა.

ორ სართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მოზარდებისა და უფროსეი თაობის მომხმარებელთა დარბაზები, მულტიმედიური განყოფილება, წიგნისა და სუვენირების მაღაზია, ასევე საპრეზენტაციო, საგამოფენო და კულტურული აქტივობების დარბაზები.

მედიათეკის დარბაზებში ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს წიგნების თაროები ბუნებაში, ხეებს შორის არის განლაგებული.

განსაკუთრებით ლამაზია მოზარდებისთვის მოწყოვილის დარბაზი.

ყველას ყურადღებას იქცევს ოვალური თარო.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მისთვის საჭირო, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია – წიგნის, ჟურნალ-გაზეთისა და ელექტრონული მედიის საშუალებით მიიღოს.

მულტიმედიურ დარბაზში ძველი მულტიმედიური მოწყობილობები აღმოვაჩინე 🙂

მედიათეკის სარგებლობის წლიური აბონიმენტის ღირებულება 15 ლარს შეადგენს. აბონიმენტის მფლობელი, მედიათეკის მიერ შეთავაზებულ ყველა მომსახურეობას წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებს. მათ შორისაა კომპიუტერები და ინტერნეტი.

აბონიმენტი საშუალებას იძლევა ისარგებლოთ ფასდაკლებით წიგნებისა და სუვენირების მაღაზიაში.

ფასდაკლების სისტემა ვრცელდება კაფეზე, რომელიც მედიათეკის ჭერზე მოეწყობა.

მეორე მსგავსი მედიათეკის მშენებლობა ვარკეთილში მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. თბილისში სულ 5 მედიათეკა აშენდება.

Related posts

ფოტოგალერეა: გუდიაშვილის მოედანი

ფოტოგალერეა: ვერცხლის უბანი

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი